bigsale.ge
mTavari kategoriebi reklama saitze siaxleebi kontaqti personalisTvis servisi TqvenTvis

 

Wetzel`s Pretzels

 

კატეგორია:     კაფე

მისამართი:    თბილისი, რუსთაველის გამზ. №30

ტელეფონი:   +995 32 962125

მობილური:   +995 93 371209

ელ. ფოსტა:    globalfood_ltd@yahoo.com

ვებგვერდი:    www.bigsale.ge/wetzelspretzels.html

 
ფოტო კატალოგი

 

Category

საქმიანობა / შემოთავაზება

ჩვენ წ.აღ. 610 წელს სამხრეთ საფრანგეთისა თუ ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ მონასტერში, ბერები ცომის ნაჭრებისგან გამოსახავდნენ ფიგურებს, რომლებიც ლოცვისას ბავშვის გადაჯაჭვულ ხელებს წააგავდა. სამი ნახვრეტი ცომში ქრისტიანული სამების ამსახველი იყო. ბერები მას პრატიოლა-ს უწოდებდნენ,რაც ლათინური სიტყვაა და ნიშნავს პატარა ჯილდოს. მას შემდეგ, ეს სიტყვა იტალიურ ენაში გადავიდა და ნიშნავს პატარა ხელებს.

პრეცელის ფორმა იქცა იღბალის, დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ. ფირმა Wetzel's Pretzels დაფუძნებულია ბილ ფელპსისა და რიკ ვეცელის მიერ 1994 წელს, რომლებიც ფირმა „ნესტლეს“გამოცდილი მარკეტინგის სპეციალისტები იყვნენ. თავისი საქმიანობა მათ წამოიწყეს ახალი განსხვავებული საკვების წარმოების ჩანაფიქრით, რომელიც წუთში მომზადდებოდა. მათ დაიწყეს ყველაზე ფაფუკი პრეცელების მზადება, რომელებსაც დღესაც ეწოდება Wetzel's Original. ისინი მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ხელით, ყოველ ჯერზე ახალი და ცხელ-ცხელი. დღეს წარმოება გავრცელდა და მომხმარებელს სთავაზობს უგემრიელეს უნიკალურ პრეცელებს, Wetzel Dog და ახლად დაწურული ხილის წვენებს.

აშშ-სა და მსოფლიოში გახსნილია ფირმის 510 პუნქტზე მეტი და წარმოადგენს სწრაფი კვების რესტორნების ჯაჭვს მთელ მსოფლიოში.

დამატებულია: 01.09.09

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე