ხორც-პროდუქტების მაღაზია

თბილისი, ჭავჭავაძის ქ. №10

+995 32 222 72 41

ponnathgeorgia@gmail.com

Ponnath Georgia

www.bigsale.ge/ponnath
Back to Category
 
დამატებულია: 15.11.12
ყველის კატალოგი

ინდაურის სოსისი
ნეკნი
ნიურბერგური სოსისი
კანჭი
სალიამი

საქართველოს ბაზარზე ხორც - პროდუქტების მწარმოებელი, ბავარიული კომპანია „პონატი“ შემოვიდა

ბავარიული ბრენდი, რომელის წარმოება 1692 წელს დაიწყო, უკვე მრავალი წელია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხარისხის გარანტად არის აღიარებული.

ხორცის წარმოების ოთხსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე კომპანია გერმანული და ბავარიული სოსისებისა და ლორის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს.

„პონატი“ თავს პროდუქციას ქმნის სხვადასხვა გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის. კომპანიის ბრენდების პორტფელში ყველაფერია, დაწყებული ეგრეთწოდებული კლასიკური, ვენური სოსიებით, დამთავრებული გერმანიის რეგიონებისთვის დამახასიათებელი პიკანტური გემოს მქონე ხორცპროდუქტებით.

გასათვალისწინებელია, რომ აქ შესანიშნავად არის შერწყმული ხარისხისა და ფასის ფაქტორი.

ბავარიელი მწარმოებლები თვლიან, რომ საქართველოს ბაზარი მათთვის ძალიან საინტერესოა. ისინი პირველი ეტაპისთვის ერთი მაღაზიის პრინციპით აპირებენ მუშაობას.

„პონატის“ თბილისის მაღაზიაში კომპანია „პონატმა“ პირველ ეტაპზე 15 ტონა პროდუქცია გამოაგზავნა. მაღაზიაში სოსისისა და ლორის 45 სახეობაა წარმოდგენილი. თბილისის წარმომადგენლობაში დღესდღეობით 25 ადამიანია დასაქმებული, მათი ხელფასები საშუალოზე მაღალია.

მეორე ეტაპისთვის მწარმოებელი თბილისში კიდევ ორი მაღაზიის გახსნას აპირებს საბურთალოს რაიონსა და დავით აღმაშენებლის გამზირზე.

კომპანია „პონატს“ გერმანიის მასშტაბით ოთხი გადამამუშავებელი ქარხანა აქვს. თითოეული ქარხნის წარმოების მაჩვენებელი ყოველდღიურად 200 ტონა მზა პროდუქციას შეადგენს. „პონატი“-ს წარმოება აღმოსავლეთ ვეროპის მიმართულებით ფართოვდება.

რამდენიმე წლის წინ ჩეხეთში „პონატის“ ქარხანა გაიხსნა, სადაც ადგილობრივი ნედლეულით და გერმანულ - ბავარიული რეცეპტებით დამზადებული პროდუქტი იწარმოება.

ამ კომპანიის სამომავლო გეგმებში საქართველოში „პონატი“-ს საწარმოს გახსნაც შედის.

„პონატის“ პროდუქციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უმაღლესი ხარისხი და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოებია.

პროდუქცია წარმოების ყველა ეტაპზე ხარისხის უმკაცრესი მოთხოვნების შესაბამის შემოწმებას გადის. ხარისხის კონტროლის სისტემები ჩართულია წარმოების დაწყებიდან პროდუქციის შეფუთვამდე.

„პონატი“ საგვარეულო ბიზნესია, რომელიც 1692 წელს მიუნხენში დაარსდა. სწორედ ამ პერიოდიდან პონატების გვარში ყველა მამაკაცი ამ საქმით არის დაკავებული. დღევანდელ დღემდე ეს ბიზნესი თორმეტ თაობას და ოთხსაუკუნოვან ტრადიციას ითვლის.

დღევანდელი მფლობელი და მმართველი დირექტორი მაიკლ პონატი, თავადაც სერტიფიცირებული ყასაბია. სწორედ ის განაგრძობს მემკვვიდრეობით დატოვებული ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას.

ოჯახური ბიზნესი აერთიანებს ღირებულ ტრადიციებს, უნიკალურ საოჯახო რეცეპტებს და მუდმივად ახალ ტექნოლოგიებს.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.