5 თებერვალს ანსამბლმა ,,ლურჯა ცხენები’’ საესტრადო სიმღერების რესპუბლიკურ ფესტივალში ,,მხიარული ნოტები’’ I საპრიზო ადგილი მოიპოვა. I ადგილით დაჯილდოვდა სტუდიის კვარტეტი და სოლისტი: ირაკლი ურუშაძე.
მარტის თვისთვის სტუდია საქველმოქმედო კონცერტისათვის ემზადება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები.
ვოკალურ-თეატრალური სტუდია
,,ლურჯა ცხენები’’აცხადებს 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების მიღებას.
შეისწავლება:
1. ვოკალი
2. ცეკვა (ქართული და თანამედროვე ცეკვები)
3. მსახიობის ოსტატობა
4. მეტყველება
სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ კონცერტებში, ფესტივალებში,სპეკტალებში, ტელეგადაცემებში, კლიპების გადაღებებში. ბავშვებისთვის შეიქმნება ახალი სიმღერები, ჩაიწერება მუსიკალური ალბომები.

2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მუსიკალური ფესტივალის ,,მეგას’’ მე-12 დაჯილდოების ცერემონიალზე სტუდია ,,ლურჯა ცხენები’’ წლის საუკეთესო სტუდიად დასახელდა. სტუდია ,,ლურჯა ცხენების’’ აღსაზდელებმა დაჯილდოებაზე, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში შესდგა შეასრულეს კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილის სიმღერა ,,ოქროს აკვანი’’. სტუდის ბავშვები მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა მაყურებელმა.
შემოქმედემითი გაერთიანება ,,ვიოლინოს გასაღები” იწვევს 6-დან 17 წლამდე მსურველებს საესტრადო სიმღერის ფესტივალზე
,,გაზაფხულის ჰანგები“
1. კონკურსანტმა შესარჩევ ტურზე (ქასთინგზე) უნდა წარმოადგინოს ერთი სიმღერა თანხლების გარეშე (ა-კაპელა) ნებისმიერ ენაზე.
2. ქასთინგი ჩატარდება ყოველდღე 1-დან 20 აპრილამდე 16.00-დან.
3. ქასთინგზე შერჩეული კონკურსანტებისათვის რეპერტუარზე და საორკესტრო თანხლებაზე (ფონოგრამა ,,-“) იზრუნებს ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი.
4. კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.
5. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო დიპლომი.
6. საპრიზო ადგილებზე გასული და ლაურეატი კომკურსანტებისათვის დაწესებულია ფულადი პრემიები და სამახსოვრო საჩუქრები.
7. გალა კონცერტი გაშუქდება სატელევიზიო ეთერით.
8. ფესტივალის მიზანია ახალი ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია.
9. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ შემსრულებლებს, ასევე ანსამბლურ ჯგუფებსაც (დუეტი, ტრიო და ა.შ.)
გამოიყენე შანსი და გახდი წარმატებული!
|
 |

ვოკალურ თეატრალური სტუდია ,,ლურჯა ცხენები''
აცხადებს 4–დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების მიღებას
შეისწავლება:
1 ვოკალი
2 ცეკვა (ქართული და თანამედროვე ცეკვები)
3 მსახიობის ოსტატობა
4 მეტყველება
სტუდიის მოსწავლები მონაწილეობას მიიღებენ კონცერტებში, ფესტივალებში, სპექტაკლებში და ტელეგადაცემებში, კლიპების გადაღებებში, ბავშვებისათვის შეიქმნება ახალი სიმღერები, ჩაიწერება მუსიკალური ალბომები.
სტუდიის დამთავრების შემდეგ გაიცემა დიპლომი
დაწვრილებით..
სტუდიის ხელმძღვანელი
კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი
|