მომენტალური გადახდები

თბილისი, ბელიაშვილის ქ. №8

+995 32 243 99 59

r.meskhi@osmp.ge

facebook.com/Gadaixade.ge

www.osmp.ge
Back to Category
 
დამატებულია: 19.12.11

მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა კომპანია-osmp
ქართველ მომხმარებელს  სრულიად ახალ პროდუქტს სთავაზობს

gadaixade.ge - კომპანია მომენტალური გადახდების გაერთიანებული სიტსტემის (OSMP) კიდევ ერთი ნოვატორული პროექტია, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით დაინერგა.

კომპანიამ მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო და მომხმარებლებს სრულიად ახალი სერვისი შესთავაზა - სწრაფი გადახდის აპარატები. პროექტმა მოკლე დროში მოიპოვა პოპულარულობა. გადასახადების გადახდა ძალზედ მარტივი და მოსახერხებელი გახდა. ბანკების სალაროებთან გადამხდელების რიგები და ამ გარემოების თანმდევი პრობლემები წარსულს ჩაბარდა.  გამარტივდა მობილური ბალანსის შევსებაც, მოიხსნა ბალანსის შევსების ბარათებზე დამოკიდებულება.

კომპანიის უდიდეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე სწრაფი გადახდის აპარატების წარმოება და რეალიზაცია, რამაც ნებისმიერს მსურველს მისცა შესაძლებლობა სწრაფი გადახდების სფეროში ეწარმოებინა სტაბილური ბიზნესი.

კომპანიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან საკუთარი სადილერო ქსელის განვითარებით თავისი არსებობის მანძილზე  დაასაქმა 3500 ჩვენი მოქალაქე.

კომპანია OSMP წარმოადგენს დინამიურად განვითარებად, მძლავრ ორგანიზაციას, რომელიც ბაზრის მოთხვნის მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე სათავაზობს მომხმარებელს ახალ, თანამედროვე დონის მომსახურებებს.

2011 წლის ოქტომბერში კომპანიამ ახალ საფახურზე გადაიყვანა გადახდების მომსახურება და საზოგადოებას წარუდგინა სწრაფი გადახდების აპარატების ინტერნეტ ვერსია - gadaixade.ge

პროექტის ფარგლებში, ნებისმიერი ბანკის ბარათის მფლობელებს შეუძლიათ დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ინტერნეტის საშუალებით შეავსონ მობილური ტელეფონის ბალანსი, გადაიხადონ კომუნალური და სხვა სახის გადასახადები 130 ქართულ პროვაიდერთან.  ამისათვის საკმარისია ავკრიფოთ ინტერნეტ-მისამართი gadaixade.ge.

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ gadaixade.ge-ს საშუალებით გადახდილი თანხიდან ყოველი 1 თეთრი გადაირიცხება ალავერდის სამონასტრო ტაძრის ანგარიშზე.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.