bigsale.ge

  

ავეჯი

თბილისი, მარნეულის ქ. №37 (საწარმო)

+995 32 240 00 01

info@embawood.ge

ემბავუდი • Embawood

www.embawood.ge

მაღაზიები
Back to Category
 
საერთაშორისო  კომპანია  EMBAWOOD   დაარსდა 1996 წელს. პირველი ქარხანა გაიხსნა  აზერბაიჯანში. ამ დროიდან  კომპანია     ვითარდება  და დღესდღეობით  აქვს  ავეჯისა და ავეჯის  ნახევარფაბრიკატების 7 ქარხანა     შემდეგ   ქვეყნებში: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი.  ამ ქარხნებში დამზადებული პროდუქცია  გადის ექსპორტზე  ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა  და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამჟამად EMBAWOOD-ის  საცალო ვაჭრობის ობიექტები ფუნქციონირებს 10 ქვეყანაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით  EMBAWOOD-ის  მაღაზიების რაოდენობა 250-ია.

კომპანიის მიზანია, მისაღებ ფასებში  პრაქტიკული, თანამედროვე და ხარისხიანი ავეჯის შეთავაზებით მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული და მყუდრო გარემო ოჯახებში.

ემბავუდის მიერ წარმოებული  პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მინიჭებული აქვს  ეკოლოგიური ნორმის ხარისხის ნიშანი - E1, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასალა, რომლისაგანაც ავეჯი მზადდება  მავნე ნივთიერების (ფორმალდეჰიდის) მინიმალურ ოდენობას შეიცავს, რაც გათვალისწინეულია E1 სტანდარტით . 2004 წლიდან კომპანიის მიერ გამოყენებული  მართვის სტანდარტები  იქნა სერტიფიცირებული ISO 9001:2008  მიერ.
2009 წელს ჩვენს კომპანიაში შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. აღნიშნული ლაბორატორიის მიზანია, შევამოწმოთ ჩვენ მიერ ნაწარმოები პროდუქცია რეალურად აკმაყოფილებს თუ არა, როგორც საერთაშორისო, ასევე კომპანიის შიდა სტანდარტებს.


ემბავუდის ყველა ქარხანა აღჭურვილია გერმანული დანადგარებით. აღნიშნული დანადგარები უზრუნველყოფენ  უწყვეტ და მაღალხარისხიან სამუშაო პროცესს. წარმოებაში გამოყენებული  ყველა მასალა არის შესყიდული აღნიშნულ დარგში წამყვანი ფირმებისგან. ემბავუდი თანამშრომლობს გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიურ სტანდარტებს ემბავუდის წარმოებაში - ასე რომ,  ჩვენი პროდუქცია ითვალისწინებს ნამდვილ „გერმანულ ხარსიხს“.
მომსახურების ხარისსხი აყვანილ იქნა მაღალ დონეზე. შეიქმნა ცხელი ხაზი და გაყიდვების შემდგომი მომსახურების სისტემა. ემბავუდის ყველა ქვეყნის წარმომადგენლობაში მოქმედებს უფასო  მიტანისა და მონტაჟის სერვისი, რომელიც  ხორციელდება გაყიდვიდან 24 საათის განმავლობაში. ასევე მოქმედებს შეძენილ  პროდუქციაზე 2 წლიანი გარანტია.
საქართველოში ემბავუდი აწარმოებს საოჯახო ავეჯს  2007  წლიდან და უკვე 12 წელია ქართველ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავეჯს სთავაზობს. ძირითადი მასალის  ე.წ „დე-ეს-პესა“ და „ემ-დე-ეფის“  ლამინირება ხდება გარდაბანში მდებარე ქარხანაში, თბილისის  ქარხანაში კი მიმდინარეობს დაჭრა, დახვრეტა, შეფუთვა. ძირითადი პროდუქცია რეალიზდება  25 მაღაზიაში. საქართველოს ემბავუდში დაახლოებით 1300 ადამიანია დასაქმებული და აქედან 300 მათგანი უშუალოდ წარმოებაშია ჩართული. 
2019 წელს კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალა მენეჯმენტი და ახალმა გუნდმა მრავალი რეფორმა გაატარა როგორც წარმოების, ასევე მომსახურების მიმართულებით. კომპანიამ მოახდინა საწარმოო გადაიარაღება და შეიძინა უახლესი მანქანა-დანადგარები. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა გერმანიიდან მოწვეული საკონსულტაციო ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს ნედლეულის დამუშავების, წარმოების და ხარისხის ახალი სტანდარტები, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს. ამასთანავე გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა კადრების გადამზადება. 

ჩვენი პროდუქცია არ არის ერთადერთი, რაც გვინდოდა რომ შეგვექმნა მომხმარებლისთვის. ავეჯთან ერთად ჩვენ ვთავაზობთ  მათ სრულყოფილებას, ფუნქციონალურობას, სილამაზესა და  მოხერხებულობას, რაც  წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ძირითად შეხედულებას . სამუშაოს ყველა ეტაპი, ნედლეულის შეძენიდან ავეჯის სახლის მიტანამდე, დაფუძნებულია  ამ შეხედულებაზე. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ჩვეულებრივ  ავეჯს ისეთ ავეჯად, რომლის ხარისხსაც მომხმარებელი ყოველთვის ენდობა.
EMBAWOOD-ი საქართველოში აწარმოებს ყველა ტიპის საოჯახო ავეჯს:

EMBAWOOD-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს მომხმარებელი ჩვენს მაღაზიაში ავეჯის შეძენის დროს. სწორედ ამიტომ, კომპანია აკონტროლებს წარმოების ყველა პროცესს, დაწყებული ნედლეულის მოპოვებიდან, დამთავრებული საბოლოო მომხმარებლისთვის ავეჯის სახლში მიტანითა და აწყობით.

 

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.