კერძო სკოლა

თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. №5 (მზიურის პარკთან)

+995 32 225 20 02

info@ceschool.ge

Creative Education School of Tbilisi

www.ceschool.ge
Back to Category
 
 
დამატებულია: 10.09.13

კრეატიული განათლების სკოლა
არის ახალი ხედვის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია და მიზნად ისახავს გარკვეულ წილად არა სტანდარტული ახალგაზრდებისათვის ისეთი სასწავლო პროცესის შეთავაზებას რომელიც მათ ჩამოაყალიბებთ მარვალმხივ განვითარებულ ადამიანებად და სწორი პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

სკოლის განმასხვევებელი ფაქტორები და უპირატესობები:
განლაგებულია თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ჭავჭვაძის გამზირიდან 50 მეტრში რაც გარკვეულ სიმყუდროვეს ქმნის. სკოლაში განთავსებულია უნიკალური სტუდიური აპარატურა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაც ხდება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით / სმარტ ბოიარდი, პროექციული გაკვეთილები, საკონფერენციო ოთახი ონლაინ რეჟიმში ჩართვის საშუალებით, მთელი სკოლის ტერიტორიაზე მოქმედებს უკაბელო მაღალ სიჩქარიანი ინტერენეტი /. შენობა არის უზრუნველყოფილი ყველა ტექნიკური საშუალებებით (სახანძრო უსაფრთხოება, პირადი უსაფრთხოება, ცენტრალური გათბობა, კონდიცირება და. ა.შ)

სკოლის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია მისი მიდგომები და ამ მიზნების განხორციელების გზები:
თანამშორმლები არიან მაღალ კვალიფიციური ( 2 მეცნიერებათი დოქტორი, სუყველა მაგისტრის ხარისხით, პროფესიული მიღწევებისათვის პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებული) და გამოცდილი პროფესიონალები, რომლებთანაც დამფუძნებლებს 7 წლიანი საქმიანი გამოცდილება აქვთ.
ჩვენი პედაგოგების მუშაობის შედეგად მოსწავლეებს გასული წლის საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით შემდეგი მიღწევები აქვთ.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ცხრა მოსწავლისგან ერთმა მოსწავლემ უჩვენა საუკეთესო შედეგი რესპუბლიკაში და შვიდ წუთში აიღო ათი ქულა. დაიმსახურა პრეზიდენტისა და განათლების მინისტრის მადლობა და ჯილდო.
ორმა მოსწავლემ მიიღო 10 ქულა. 9 ქულა და მასზე მაღალი ჰქონდა ოთხს. მხოლოდ ორს ჰქონდა 8.5 და 8.8 ქულა.
ბიოლოგიაში ცხრა მოსწავლისგან ექვსმა მიიღო 10 ქულა. ერთმა-9.45, ორმა მიიღო 8,3.
მათემატიკაში ცხრა მოსწავლისგან ხუთმა მოსწავლემ მიიღო 10 ქულა. ორმა მოსწვლემ მიიღო 9 და 9.5 ქულა. ორმა მოსწავლემ - 8 ქულა.
გეოგრაფიაში ცხრა მოსწავლისგან შვიდმა მიიღო 10 ქულა. ორმა - 9 ქულა.

 


ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით რესპუბლიკის მასშტაბით უმაღლესი ქულები მიიღო აბიტურიენტთა 8%-მა, მათ რიცხვში არიან სწორედ ეს მოსწავლეები.
ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა მიაღწიონ საუკეთესო შედეგს, რომელიც აისახება როგორც საატესტატო, ასევე ეროვნულ გამოცდებზე. საფუძვლიანად და ღრმად აითვისებენ, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ, ასევე ეროვნული გამოცდების პროგრამას. ჩვენს მოსწავლეებს არ დასჭირდებათ დამატებით (სკოლის გარეთ) მეცადინეობა, რადგან სწავლების მეთოდები ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, საათების რაოდენობა თითოეულ დისციპლინაში ბევრად მეტია, ვიდრე ამას ითვალისწინებს სასკოლო საათობრივი ბადე. გაკვეთილები ტარდება სწავლების მრავალმხრივი მეთოდებით. სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომელთა ნაწილს აქვს სამეცნიერო ხარისხი და პედაგოგიური წოდება.

სკოლაში მოქმედებს მრავალმხრივი საკლუბო წრეები რაც ორიენტირებულია იმაზე რომ არ მარტო ზოგადი ცოდნა მისცეს არამედ გარკვეულ წილად მისცეს პროფესიული უნარები რაც მას უკვე პროფესიის არჩვეის დროს ქონდეს იმის განცდა რისი ნიჭი აქვს მას და რომელ სფეროში შეუძლია მას წარმატების მიღწევა. რაც მთავარია ამ სფეროებში ასწავლიან ისეთი ადამიანები რომლებიც არიან წარმატებულები და და პროფესიული განათლების გარდა აქვთა მრვალწლიანი საერთაშორისო დონის სამუშაო გამოცდილება და სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით შეუძლიათ მოსწავლეებში მაღალი დონის პროფესიული უნარების განვითარება.

პროფესიული უნარების განვითარებისათვის:
საერთაშორისო სატესტო პროგრამებისათვის მომზადება (SAT, IELTS, TOEFL)
დიზაინის საფუძვლები (ვები და გრაფიკული)
მოდის დიზაინი
მუსიკის ელექტრონული წარმოება
ხმის ინჟინერია
ვიდეო ედიტინგი
კინო დრამატურგია
ფოტოგრაფია
მუსიკა (სხვადასხვა ინსტრუმენტები)

ლოგიკური აზროვნების განვითარებისათვის:
ჭადრაკი
ლეგოს საკონსტრუქტორო სტუდია
სკოლას აქვს დამყარებული საერთაშორისო კავშირები მსოფლიოს პრესტიჟულ სკოლებთან და უნივერსიტეტებთან (დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვეიცარია, თურქეთი). ის მოსწავლეები ვისაც სურთ უცხოეთში მიიღონ განათლება ამაში კრეატიული განათლების სკოლა დაეხმარება: პირველ რიგში მიზნის სწორად დასახვაში, სკოლის ან უნივერსიტეტის შერჩევაში და ამ ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად ჩასაბარებელი პროცედურების მომზადებაში (ტესტებისათვის მომზადება, მისაღები დოკუმენტაციის წარმოება ა.შ.).
სკოლა არის მცირე კონტინგენტიანი და კლასში მოსწავლეების რაოდენობა არის მაქსიმუმ 12 მოსწავლე რაც იძლევა იმის საშუალებას რომ თითოეულ მოსწავლეზე მაქსიმალური ყურადღება იქნას გამახვილებული და შესაბამისად მაღალი შედეგები იქნას მიღწეული. მოსწავლეების მაქსიმალური მოტივაციისათვის მოქმედებს სასტიპენდიო პროგრამები.




 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.