თქვენს განკარგულებაშია სედანისა და ჯიპის კლასის კომფორტაბელური ავტომობილები, - ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის! 
           “ავტორენტსერვისი” გთავაზობთ მსუბუქი და მაღალი გამავლობის    ავტომობილების ფართო სპექტრს:                                       სედანის კლასის ავტომობილებს. უმძღოლოდ. 
              
                
                  ჯიპის( 4X4) კლასის ავტომობილებს. უმძღოლოდ. 
მინივენის ტიპის ავტომობილებს. უმძღოლოდ. 
მოძრაობა დასაშვებია საქართველოს ფარგლებს შიგნით. | 
                    | 
                 
               
              • “ავტორენტსერვისი”-ში  მანქანის დაქირავება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს; 
                • კორპორატიული კლიენტები ისარგებლებენ 10-20%-იანი ფასდაკლებით; 
                • დამქირავებელი (წარმომადგენელი) უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის; 
                • მანქანის დაქირავების მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, მძღოლის მოწმობა, ავტომანაქანის მართვის გამოცდილების არანაკლებ 3 წლის სტაჟით; 
                • ავტოპარკში არსებული ყველა ავტომანქანა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია “ჯი-პი-აი ჰოლდინგში” ; 
                • დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებელს გადაუხადოს სადეპოზიტო თანხა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გარანტი), 400 ლარის ოდენობით. 
                • გამქირავებელი უბრუნებს დამქირავებელს სადეპოზიტო თანხას, 400 ლარის ოდენობით, მას შემდეგ,რაც  მოხდება  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 
                • ავტომობილის გაქირავების ტარიფები 24 საათზეა გათვლილი; 
                • ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (GEL); 
                • ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით; 
                • გარბენის დღიური ლიმიტი ერთი დღით (სრული 24 საათით) დაქირავების შემთხვევაში სედანის ტიპის ავტომობილზე შეადგენს 400კმ-ს, ხოლო ჯიპის, პიკაპისა და მინივენის ტიპის ავტომობილებზე - 500კმ-ს. 
                • ორი და მეტი დღით დაქირავების შემთხვევაში: ულიმიტო 
                • დღიური ლიმიტის გადამეტების შემთხვევაში კი მოცემულ ფასს დაემატება 0,50 თეთრი ყოველ კილომეტრზე; 
                • მანქანების დაქირავების პროცესი “ავტორენტსერვისში” მარტივი და სწრაფი პროცედურაა.უცხოეთის მოქალაქეებს საშუალება აქვთ ხელშეკრულება რუსულ ან ინგლისურ ენაზე გააფორმონ. 
                ავტომობილის ქირის ღირებულება არ მოიცავს  საწვავის ღირებულებას 
              ავტორენტსერვისი ასევე გთავაზობთ დამატებით მომსახურეობას: 
                • პროფესიონალი მძღოლი; 
                • ნებისმიერი სახის ტრანსფერი; 
                • საექსკურსიო მომსახურება სხვადასხვა ტიპის 
                ტრანსპორტით,პირადი დაცვის უზრუნველყოფა თანმხლები ავტომობილით. 
                • სატელიტური ტელეფონი 
                • პორტატული პერსონალური კომპიუტერი ინტერნეტით; 
                • ბავშვის სამგზავრო სავარძელი; 
                • თხილამურების სამაგრი და სხვა 
              გახსოვდეთ,-ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ! 
               
              
  |