შემოიხედე გენაცვალე
Shemoikhede Genatsvale

  

ხინკლის რესტორანი

თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5

თბილისი, ლესელიძის ქ. №25

თბილისი, პუშკინის ქ. №10

+995 32 365365

info@gmcgroup.ge

www.gmcgroup.ge
Back to Category
 
დამატებულია: 03.06.11
შემოიხედე გენაცვალე მარჯანიშვილის 5-ში
ასე მიამბეს, ალიონზე სირაჩხანისკენ მიმავალ ყარაჩოღლებს ერთი გულღია მედუქნე ეგებებოდა ”შემოიხედეთ გენაცვალეო”. ავლა-ჩავლაზე ყველა სტუმრობდა, მადლიანი დალოცვა იცის და ბარაქა არ მოგვაკლდებაო. ნამდვილი სახელის სანაცვლოდ ”შემოიხედე გენაცვალე” შეარქვეს. მერე ქალაქმა იერ-სახე იცვალა და მედუქნე თავის დუქნიანად ისტორიას მიბარდა.
ძველქალაქური ხიბლის გასახსენებლად ვერის ხიდიდან სანაპიროს ჩასასვლელისკენ დაუყევით და ”შემოიხედეთ გენაცვალე” სახინკლეში. თქვენს თვალწინ ნაკვერჩხალზე შემწვარი მწვადებისა და ქაბაბის სურნელი, იქვე მოთუხთუხე ხინკლის მადისაღმძვრელი ოხშივარი თუ ალიონზე მორთმეული ხაში და დედას პური, დოქით ღვინო და არყის არომატი, ნაბახუსევზე თქვენს განწყობას გაახავერდოვნებს.

შემოიხედე გენაცვალე ლესელიძის 25-ში
რესტორანი თბილისის ძველ უბანში ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს. შემოიხედეთ ლესელიძის 25 ში - წყნარი და კომფორტული გარემო, ნაციონალური სამზარეულოს უგემრიელესი კერძები და მომსახურების მაღალი ხარისხი.

შემოიხედე გენაცვალე პუშკინის 10-ში
ახალ „შემოიხედე გენაცვალე“-ში არის 5 დარბაზი და რესტორნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ამ დარბაზების ინტერიერი და სახელები ძველი თბილისთან ასოცირდება:
„ზემელი“, „ღვინის აღმართი“, „ტივები“, „კონკა“ და „ქარვასლა“.
ზემელი - ეს დარბაზი საბანკეტოდ გამოდგება. ერთ-ერთ კედელზე დამონტაჟებულია ფანტანი რომელიც ანალოგია რუსთაველის მეტროსთან მდებარე ლომისთავებიან ფანტანთან.
კონკა - ამ დარბაზში კონკა დგას რომელზეც მაგიდები და სკამებია მოწყობილი. კონკას რელსებზე მოძრაობაც შეუძლია.
ღვინის აღმართი - ამ დარბაზში ორი დიდი ღვინის თაროა, რომელშიც ღვინის ბოთლებია მოთავსებული. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ღვინის სადეგუსტაციო ივენთების მოწყობა და ეს დარბაზი სწორედ ასეთი ღონისძიებისთვისაა განკუთვნილი.
ტივები - აქ ტივების იმიტაციაა გაკეთებული დეკორაციით. ტივებზე რამოდენიმე მაგიდაა სადაც ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან გემრიელი კერძები, ჩამოსასხმელი ღვინო.
ქარვასლა - ფანჯრებზე აზიური სტილის ვიტრაჟებია, სკამების ნაცვლად რბილი სავარძლები აზიურ ფერებში, რამოდენიმე აზიის კულტურისთვის დამახასიათებელი რეკვიზიტი და ტკბილეული ასოცირდება აბრეშუმის გზასთან, ვაჭრობასთან და სახელწოდებაც ამიტომ ავირჩიეთ - ქარვასლა.
„შემოიხედე გენაცვალე“-ში 250 ადგილია. სამზარეულო - ნაციონალური,  ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი კერძები. გვაქვს რამოდეიმე სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი. კერძები მზადდება მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტისგან და ყველაფერი გემრიელია.

პარკინგის პრობლემა არ არსებობს იქვეა დიდი ავტოსადგომი (კოლმეურნეობის მოედნის და პუშკინის ქუჩის გადაკვეთის ადგილას)


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.