შპს ,,ნინიკო“
NINIKO LTD

  

ავტოსაღებავების კომპანია

 

 

 

 

 
Back to Category
 
დამატებულია: 14.03.15

ავტოსაღებავების კომპანია შპს ,,ნინიკო“ და მისი დამფუძნებელი გიორგი სომხიშვილი ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2004 წელს და საფუძვლიანად შეუდგა ბაზრის შესწავლას. შპს ,,ნინიკო“ არის ავტომობილის საღებავების, ფითხების, სხვადასხვა შემავსებელი და საპრიალებელი საშუალებების, ლაქი -კატალიზატორების, ზუმფარების, წებოვანი ლენტების, გამხსნელებისა და შემრევი მოწყობილობების იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია სულ მოკლე ხანში გახდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების : KAMAL CHEMICAL GROUP ; EN CHEMICALS S.A ; ALEXPORT ETALON; 3M; SIA; ORBAY; GENERAL PAINT CO. წარმომადგენელი საქართველოში.

გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა წყლის საღებავებს, რომელიც არ ვნებს თქვენს ჯანმრთელობას!
900-ზე მეტი ფერი!

კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიციური კადრები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ყველა მარკის ავტომობილის საღებავებს, როგორც ნომრით, ასევე შეზავებით. გარდა ამისა კომპანია ზრუნავს უსაფრთხოებაზეც და თავის მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ აქსესუარებს როგორიცაა: სამუშაო ფორმები, დამცავი სათვალეები, რესპირატორები, ხელთათმანები და სხვა.

ჩვენი მიზანია ცოდნისა და შესაძლებლობების გაფართოვება, რაც იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელი უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის უმაღლესი ხარისხით და მომსახურების მაღალი დონით.

ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს გრძელვადიან თანამშრომლობას. კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომა და საკითხების უახლოეს დროში გადაწყვეტა საშუალებას იძლევა დროულად შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები.



 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.