იდეალი
IDEAL

  

სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკა, აბაზანა, აბაზანის აქსესუარები, აბაზანის ავეჯი, ხელსაბანები, ონკანები, საშხაპე კაბინები, კერამიკული ფილები, კერამიკული გრანიტი, მოზაიკა, ჰიდროიზოლაცია, წებოცემენტი, გამათბობლები, MDF-ის და მეტალის კარები, სამზარეულოს ნიჟარები

თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ

+995 32 2 54 08 54

+995 32 2 54 04 40 

იდეალი - IDEAL

www.ideal.ge
Back to Category
 
დამატებულია: 13.03.15

ინოვაციური გერმანული საშხაპე მოწყობილობა

შხაპის მიღება ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო პროცესია. თუმცა, ამ პროცედურის დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშხაპე მოწყობილობა, რომელიც კომფორტულად უნდა გვემსახურებოდეს.

გერმანული ბრენდი Hansgrohe ყოველთვის ანებივრებს მომხმარებელს კომფორტული საშხაპე მოწყობილობების წარმოებით. ამჯერეადაც, Hansgrohe-მ შექმნა ახალი საშხაპე მოწყობილობები ABS პლასტიკის კორპუსით, რომლებიც ბევრად გამძლეა, ვიდრე სტანდარტული მასალისგან დამზადებული საშხაპე ყურმილები.

ეს არის Hansgrohe-ს ახალი კოლექცია Crometa Select. შხაპს გააჩნია სხვადასხვა რეჟიმზე გადამრთავი მექანიზმი და ჰაერის წყალთან შეზავების უნიკალური სისტემა Raindance – ე.წ. „ტროპიკული წვიმის“ ეფექტით. სწორედ ეს ფუნქციაა, რაც შხაპის მიღებას განსაკუთრებულად სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის. გარდა ამისა, Hansgrohe–ს საშხაპე მოწყობილობების სისტემის უპირატესობა გამოიხატება წყლის ეკონომიის ფუნქციაში.

გერმანული ბრენდის Hansgrohe–ს კოლექციის Crometa Select –ის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად ამიერიდან ექსკლუზიურად შესაძლებელია სავაჭრო ცენტრში “იდეალი“.

სავაჭრო ცენტრი „იდეალი“–ს სასნტექნიკის პროდუქციას პორტუგალიური ბრენდის Sanitana–ს კერამიკული სანტექნიკა შეემატა.

მაღალი ხარისხის კერამიკისგან დამზადებული სანტექნიკა არ იცვლის ფერს, არ ყვითლდება და არ იკეთებს ნადებს. ამიერიდან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პორტუგალიური წარმოების უნიტაზები, ბიდეები და ხელსაბანები ხელმისაწვდომ ფასებში.

კომპანია Sanitana დაარსდა პორტუგალიაში 1979  წელს და მას შემდეგ აწარმოებს ხარისხიანი სანტექნიკის პროდუქციას. Sanitana–ს სანტექნიკა გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, რაც ნებისმიერ ინტერიერს დახვეწილ იერსახეს შესძენს.

 

„დემასი“–ს 15 წლის იუბილე.
იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო კორპორატიული ღონისძიება, სადაც კომპანიის ყველა თანამშრომელმა მოიყარა თავი. 

ღონისძიებაზე გაიმართა თანამშრომელთა დაჯილდოვებები სხვადასხვა ნომინაციებში, საინტერესო კონკურსები და გათამაშებები. კომპანიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით  შეიქმნა კორპორატიული ჰიმნი, რომელიც ღონისძიებაზე თავად თანამშრომლებმა შეასრულეს. 
გარდა ამისა, „დემასი“–ს თანამშრომლებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს სპეციალურად კორპორატიული წვეულებისთვის დადგმული საცეკვაო–მუსიკალური ნომრები. 

„დემასი“–ს კორპორატიულ ღონისძიებას მომღერალი ზურა მანჯავიძე უძღვებოდა. ანსამბლი „ფორტე“, „დათო ილურიძის ბენდი“ და მაესტრო მორისი კი საღამოს საცეკვაო–მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ. 

წვეულების დასასრულს „დემასი“–ს დამფუძნებლებმა გრანდიოზული, საიუბილეო ტორტი გაჭრეს. საღამოს თან სდევდა თანამშრომლების გაბრწყინებული სახეები, მხიარული განწყობა, სითბო და სიყვარული. ამგვარი კეთილგანწყობით და მომდევნო წლების უფრო მეტი წარმატების იმედით აღინიშნა კომპანია „დემასი“–ს 15 წლის იუბილე .

 

იდეალის შესახებ
სავაჭრო ცენტრი "იდეალი" 2004 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანს. პროდუქციის ასორტიმენტში წარმოდგენილია:


სავაჭრო ცენტრი "იდეალი"-ს მიზანია, ფასისა და ხარისხის შესაბამისი თანაფარდობით, მასობრივად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს სარემონტო მასალების შეძენა მომხმარებლისთვის. დაგეგმეთ რემონტი, ეწვიეთ სავაჭრო ცენტრ იდეალს და შეიძინეთ თქვენი ინტერიერის დიზაინისთვის იდეალური ხარისხის პროდუქცია იდეალურ ფასად!

 

 

 

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.