სასტუმრო ო. გალოგრეს
O. GALOGRE Hotel

  

სასტუმრო

ბათუმი, გორგასალის ქ. №8

+995 0422 74845; 0422 74874

+995 592 75 80 00; 597 17 15 10

info@hotelgalogre.com

Hotel O.Galogre

www.hotelgalogre.com
Back to Category
 

სასტუმრო "ო. გალოგრეს" ორი შენობა აგებულია ძველი ბათუმის ცენტრში, მართლმადიდებლური ეკლესიის პირდაპირ 1996-2000 წლებში ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის ოლეგ გალოგრეს მიერ. მანვე გაუკეთა რესტავრაცია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას.

თავიდან სასტუმროდ გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთი, ამჟამად მოქმედი შენობა, ხოლო მეორე შენობა - საცხოვრებელ სახლად.

ოლეგ გალოგრეს გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა მეორე შენობაც სასტუმროდ გადაეკეთებინა. შენობის საერთო ფართი - 5000 კვ.მ, შიდა ეზო და მიწის ნაკვეთი - 2200 კვ.მ მდებარეობს ორ, ვახტანგ გორგასალისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს შორის.

ეზო ემიჯნება და საკუთარი გასასვლელი აქვს "პიაცა"-ს მოედანზე. ტერასებიდან იშლება ბათუმის ზღვის უბისა და ირგვლივ მდებარე მთების არაჩვეულებრივი ხედები. ამჟამად სასტუმროში მოქმედებს 49 ნომერი.

სასტუმრო მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტისა და რკინიგზის სადგურიდან 15 წუთის, საზღვაო სადგურისა და ქალაქის პლაჟიდან - 10 წუთის სავალზე. ორიგინალურად განათებული, გრანიტით მოპირკეთებული პატარა ქუჩები რესტორნებითა და მაღაზიებით ჩვენს სასტუმროს უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტების თვალში დღისითა თუ ღამით. აქვეა კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა. შიდა სადგომები ავტომანქანებისთვის და სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა სახის კომფორტი ჩვენს სასტუმროში თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

სასტუმროს ხშირი სტუმრები არიან ცნობილი მსახიობები და მომღერლები. მათგან ყველაზე გამოჩენილი - პლასიდო დომინგო 2010 წლის 25 ნოემბერს ჩვენი სტუმარი იყო.

თანამედროვე სასტუმროების ყველა სახის კომფორტი, სიჩუმე და სიმშვიდე, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, შიგა ავტოსადგომი, დახურული ეზო ბავშვებისათვის, 24-საათიანი დაცვა და ვიდეო-დაკვირვება.

სასტუმროში:
რესტორანი,
საკონფერენციო დარბაზი,
ავტოსადგომი,
ლიფტი,
სათვალთვალო კამერები,
24-საათიანი დაცვა.
ყველა ნომერში:
ტელევიზორი,
მინი-ბარი,
კონდიციონერი,
ტელეფონი,
ინტერნეტი.

შემოსვლა: 14.00 სთ.
გასვლა: 12.00 სთ.

 

 

ოლეგ გალოგრეს სასტუმრო ბათუმში, სასტუმრო გალოგრე ბათუმი, კომფორტული სასტუმრო პიაცასთან, სასტუმრო პიაცაზე გასასვლელით, საუკეთესო სასტუმრო ძველ ბათუმში, მაღალი კლასის სასტუმრო ძველ ბათუმში, მაღალი დონის სასტუმრო ბათუმში, სასტუმრო ძველ ბათუმში ეკლესიასთან, დიდი სასტუმრო ძველ ბათუმში პიაცასთან

 

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.