bigsale.ge
კრისტალი
CRYSTAL

  

სასტუმრო

დაბა ბაკურიანი, დიდველის მიმდ. ტერიტორია

+995 267 40376; 267 40377

+995 267 40377

+995 95  461461

info@hotelcrystal.ge

www.hotelcrystal.ge
     
Back to Category
დამატებულია: 31.01.14

სასტუმრო „კრისტალი”  ბაკურიანში  2009 წლის იანვარში გაიხსნა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და საუკეთესო ადგილმდებარეობით.

სასტუმროს შესახებ

♦   სასტუმრო „კრისტალი“ დიდველის საბაგირო სადგურიდან რამოდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს სოფლის დასახლებიდან მოშორებით (ცენტრიდან 2 კმ) და გარშემორტყმულია ტყეებითა და მთის ფერდობებით - ეს ბაკურიანის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა.

 ♦   სასტუმროს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი შესრულებულია მოდერნის სტილში. გამოყენებული ხისა და ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი მასალები სრულიად შეესაბამება სამთო კურორტის ხასიათს და ამავე დროს, ქმნიან ფუფუნების ატმოსფეროს.

 ♦   შენობას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო სათამაშო მოედნითა და დაცული ტერიტორიით პარკინგისთვის 30 მანქანაზე.

 ♦   „კრისტალი“ გთავაზობთ  ყოველმხრივ აღჭურვილ კომფორტულ ნომრებს, თანამედროვე დიზაინითა და ულამაზესი ხედებით. თქვენს განკარგულებაშია ასევე საცურაო აუზი, საუნა, ბარი, ბილიარდი, საბავშვო ოთახი, სათამაშო ავტომატები და სასიამოვნო გარემო.

 ♦   „კრისტალის“ სამზარეულო ევროპულ და ქართულ კერძებს გთავაზობთ.მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს.

 ♦   სასტუმრო გთავაზობთ აგრეთვე სეზონურ ტურებს ბურანებით, კვადროციკლებით ან ცხენებზე.

ჩვენი მომსახურების ხარისხის შესახებ

♦   ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენი სტუმრების ყველა მოთხოვნა და საჭიროება, შევქმნათ იმდენად სასიამოვნო ატმოსფერო, რომ დაუვიწყარი გავხადოთ ჩვენთან გატარებული დრო.

♦   ჩვენი პერსონალი მკაცრად იცავს სასტუმრო მომსახურების ნორმებსა და სტანდარტებს; მაქსიმალურად თავაზიანი და კეთილგანწყობილია.

 

 

 

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.