მოვლილი პირის ღრუ ლამაზი ღიმილის საწინდარია, ლამაზი ღიმილი წარმატებული ადამიანების სავიზიტო ბარათი. სტომატოლოგიური კლინიკა Healthy Smile თქვენს ჯანსაღ ღიმილზე ზრუნავს და მომსახურების ფართო სპექტრს გთავაზობთ. იგულისხმება ყველაფერი, თერაპიული მკურნალობიდან, ყბა-სახის ქირურგიამდე: ვინირება, რესტავრაცია, ენდოდონტური და პაროდონტოლოგიური მკურნალობა, კბილების ქიმიური გათეთრება ZOOM-ის აპარატით, ყველანაირი ქირურგიული მანიპულაცია, ორთოპედია, ელასტიური პროთეზები, ორთოდონტია და ყველაზე საინტერესო სიახლე - „სქაისი“, ეს არის ძვირფასი თვალის ჩასმა ცოცხალ ან მეტალოკერამიკის გვირგვინებზე.
Healthy Smile-ის სტომატოლოგთა გუნდი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. დახვეწილი და მშვიდი გარემო კომფორტს უქმნის პაციენტებს. უმაღლესი ხარისხის დანადგარები და ულტრა -თანამედროვე მეთოდები მკურნალობის პროცესს ამარტივებს და სწრაფი შედეგიც გარანტირებულია.
Healthy Smile-ის დახმარებით ნებისმიერი ძვირადღირებული სტომატოლოგიური მანიპულაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ასე რომ, ნუ გაუშვებთ შანსს, და მიიღეთ ჯანმრთელი ღიმილი სულ რაღაც 120 ლარად!

|