საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

  

განათლება

თბილისი, წერეთლის ქ. №61

+995 32 235 67 56; 235 43 97

gfpaa@gfpaa.ge

www.gfpaa.ge    www.accatraining.ge    
Back to Category
 
განახლებულია: 28.12.17

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია გილოცავთ შობა ახალ წელს!

ააიპ „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“ (ბაფი)  და მისი შვილობილი შპს „პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი“ (პბი) 10 წელზე მეტია ახორციელებს უმაღლესი განათლების მქონე პირების და სტუდენტების პროფესიულ მომზადებას და სერტიფიცირებას.

ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში დასაქმებული აკადემიური განათლების მქონე პირების პროფესიული სერტიფიცირება მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა. პროფესიული სერტიფიცირების გზით სპეციალისტი თავის კოლეგებს უსაბუთებს მის პროფესიონალიზმს, და ამით მოიპოვებს უფლებას გახდეს აუდიტორი. პირის პროფესიონალ ბუღალტრად აღიარება ხდება პროფესიული ორგანიზაციის მიერ. ჩვენს სინამდვილეში ამას ბაფი ახორციელებს.

პროფესიონალიზმის მისაღწევად პრეტენდენტებისათვის  დახმარების საუკეთესო საშუალებაა პბი-ს მეშვეობით მომზადება.  შექმნის დღიდან პბი-ს მიზანია აკადემიური განათლების მქონე პირებს მისცეს საშუალება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში ცოდნის გაღრმავების პარალელულად შეიძინონ გამოცდილება და სათანადო ღირებულებები, გამოიმუშაონ შესაბამისი უნარ-ჩვევები და ეთიკური ქცევა.

ბაფი www.gfpaa.ge   და პბი www.accatraining.ge პროფესიული დახელოვნებისა და პროფესიონალად აღიარების საუკეთესო საშუალებაა.

სამიზნე ჯგუფი
პროფესიული სერტიფიცირების პრეტენდენტად დაიშვება:
- ნებისმიერი პროფესიის უმაღლესი განათლების მქონე პირი
- ნებისმიერი პროფილის პროფესიული განათლების V საფეხურის კვალლიფიკაციის ან იდენტური კვალლიფიკაციის დიპლომის მქონე პირი;
- ნებისმიერი პროფესიის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მეხუთე სემესტრიდან:
- ნებისმიერი პროფესიის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მეოთხე სემესტრიდან, იმ პირობით, თუ აირჩევს F1წიგნს „ბუღალტერი ბიზნესში“.

პროგრამა
პროფესიული სერტიფიცირება ხდება ACCA (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის) პროგრამით და სასწავლო ლიტერატურით. პროგრამა გულისხმობს 14 წიგნის შესწავლას. სასურველია სემესტრში 1 ან 2 წიგნის ათვისება.
სასწავლო გრაფიკი შეხამებულია დასაქმებული პირებისა და სტუდენტების ძირითად საქმიანობასთან.  ერთ წიგნში კვირაში გათვალისწინებულია ერთჯერადი სააუდიტორიო მუშაობა 18-დან 21 საათამდე. 

პროგრამაში ჩართვა
სასერტიფიკაციო პროგრამაში პრეტენდენტები მიიღება წელიწადში ორჯერ: სექტემბერში და თებერვალში.
პრეტენდენტებისგან განცხადებები მიიღება ივლის-აგვისტოში და დეკემბერ-იანვარში.


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.