საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

  

ბუღალტერია, აუდიტი

თბილისი, წერეთლის ქ. №61

+995 32 235 01 57; 235 67 56

+995 32 235 43 96

gfpaa@gfpaa.ge

www.gfpaa.ge
Back to Category
 
დამატებულია: 02.12.11
ბაფი არის რეგისტრირებული კავშირი (არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია). იგი შეიქმნა 1998 წლის აპრილში და ითვლება საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წლის 17 დეკემბერს) სამართალმემკვიდრედ.
ბაფის წევრები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები. 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბაფის წევრია 6230 ფიზიკური პირი და 26 აუდიტური კომპანია.
ბაფი არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი 2000 წლიდან.
ორგანიზაციული სტრუქტურა: საერთო კრება–გამგეობა–აღმასრულებელი დირექცია
ადმინისტრაციული პერსონალი. ბაფ-ის სათაო და რეგიონალური ოფისების საქმიანობის მართვას ემსახურება 44 თანამშრომელი
რეგიონალური და რაიონული ფილიალები. ბაფ-ს აქვს 6 რეგიონალური (აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, კახეთის) და 4 რაიონული (ფოთის, ხაშურის, გორის, რუსთავის,) ფილიალი.
ბაფის მისია:
• ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით;
• საქართველოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
• ბაფის წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
• ბაფის წევრთა პროფესიული ინტერესების დაცვა.

ბაფ-ის მიზნები:
- ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრება კერძო სექტორში;
- ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება;
- ბიზნესში დასაქმებული სპეციალისტების მომზადება-გადამზადება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამებით;
- მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნა;
- ეკონომიკური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე სწავლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო პროფესიული ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა;

მომსახურების სახეები და ფორმები:
• მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნა–მიწოდება;
• კონსულტაციები _ აღრიცხვა_ანგარიშგების, აუდიტის, საგადასახადო და ბიზნეს სამართლის სფეროში;
• ტრენინგები და პროფესიული სერტიფიცირებ

1. პროფესიონალ ბუღალტერთა (აუდიტორთა) სერტიფიცირების პროგრამა
სწავლება და სერტიფიცირება მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. საკვალიფიკაციოდ დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი განათლება ან სწავლობს უმაღლესში დამამთავრებელ კურსებზე.
ბ) აქვს საშუალო ტექნიკური ეკონომიკური განათლება და მუშაობს პროფილით.
მიღება: წელიწადში ორჯერ - იანვარსა და სექტემბერში.
ლექციები: ტარდება კვირაში ერთხელ, სამუშაო საათების შემდეგ.
გამოცდა: ტარდება იანვარსა და ივნისში.
სერტიფიკატი: გაიცემა სამ ეტაპად _ ბუღალტერ-მოანგარიშე _ მთავარი ბუღალტერი _ პროფესიონალი ბუღალტერი (აუდიტორი).
მთავარი ბუღალტრისა და პროფესიონალი ბუღალტრის (აუდიტორის) სერტიფიკატის მისაღებად მოითხოვება პრაქტიკა (შესაბამისად, 2 და 3 წელი).

2. მთავარ ბუღალტეთა სერტიფიცირების პროგრამა
პროგრამა: ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) საგანმანათლებლო რეკომენდაციებს. მისი მიზანია დასაქმებული ბუღალტრების პროფესიული დახელოვნება.
სწავლება: საკვალიფიკაციოდ დაიშვება პირი, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და პროფილით მუშაობის 3 წლის სტაჟი;
ბ) აქვს საშუალო ტექნიკური ეკონომიკური განათლება და პროფილით მუშაობის 5 წლის სტაჟი;
გ) აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
სწავლების ფორმა: დასწრებული და დაუსწრებელი. შესასწავლი მასალა: 6 საგანი
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, სწავლება მიმდინარეობს სამუშაო საათების შემდეგ.
გამოცდა: ტარდება ერთჯერადი ტესტირებით, ივნისსა და დეკემბერში.
სერტიფიკატი: პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ პირს ენიჭება სერტიფიცირებული მთავარი ბუღალტრის კვალიფიკაცია.

3. სხვადასხვა სახის ტრენინგები ფინანსების, აუდიტის და საგადასახადო სფეროში


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.