საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია

თბილისი, სოფ. ფონიჭალა

+995 32 275 09 00; 275 09 01

+995 32 275 09 02

getrans@mail.ru     info@ge-trans.com
rt@ge-trans.com     finance@ge-trams.com

www.ge-trans.com
Back to Category
 
დამატებულია: 28.12.11

Georgian ExpressTrans - თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში!
საერთაშორისო  გადაზიდვების კომპანია  შ.პ.ს. ჯორჯიან ექსპრესტრანსი 2003 წელს ჩამოყალიბდა. 

კომპანიის საქმიანობის სფერო  ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებია. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს აწარმოებდა. დროთა განმავლობაში ჯორჯიან ექსპრესტრანსი გაფართოვდა და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისები შესთავაზა. 

დღეისათვის შ.პ.ს. ჯორჯიან ექსპრესტრანსი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ლიდერი კომპანიაა ამიერკავკასიაში. კომპანია სატვირთო გადაზიდვებს ევროპის, აზიის, დ.ს.თ.-სა და ამიერკავკასიის ქვეყნებში ორივე მიმართულებით ახორციელებს. 
ასევე, კომპანია  საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს საექსპედიტორო - საიმპორტო და საექსპორტო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი  მიმართულებით სთავაზობს.

სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება "Mersedes-Benz"- მარკის  სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით. ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება ყოველი სატრანსპორტო გადაზიდვის  წინ ხდება. ამჟამად, კომპანიის საკუთრებაში არის 22 სატვირთო ავტომანქანა, რომელთაც ჩაბმული აქვთ ევროსტანდარტის მაცივარ-რეფრეჟერატორული, იზოთერმული, ტენტიანი და კონტეინერმზიდის ტიპის ნახევარმისაბმელები, რომელთა ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს ჯორჯიან ექსპრესტრანსთან არსებული სატვირთო ავტომობილების სერვის ცენტრი  შპს "პიემ მოტორსი".  

კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მუდმივად ზრუნავს გადაზიდვების დროს ტვირთის უსაფრთხოებაზე და ხარისხზე. კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის მზად არის გაითვალისწინოს  მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის შესაბამისად,   შექმნას მოქნილი და ხელმისაწვდომი  პირობები.  

2008 წელს  კომპანია ჯორჯიან ექსპრესტრანსი საქართველოს საგზაო  ტრანსპორტის განვითარებაში  შეტანილი ღვაწლისათვის  საქართველოს საერთოშიროსო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის მიერ სპეციალური  დიპლომით დაჯილდოვდა. დაარსებიდან დღემდე ჯორჯიან ექსპრესტრანსი  საქართველოს საერთოშიროსო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ნამდვილი წევრია, რომლისგანაც კომპანიას  ყოველწლიურად ენიჭება სათანადო ხარისხის სერთიფიკატი.  

ასევე, ჯორჯიან ექსპრესტრანსს  “ტირ კარნეტის”  მომხმარებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 
შ.პ.ს. ჯორჯიან ექსპრესტრანსი თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე  მსოფლიოში წამყვან  სხვადსხვა საერთაშორისო  სატრანსპორტო კომპანიებთან.

კომპანია ჯორჯიან ექსპრესტრანსისთვის  უმთავრესი  მაღალხარისხიანი მომსახურება და სანდოობაა. თქვენთვის ხელსაყრელ ფასებში თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სახის ტვირთის ტრანსპორტირებას ორივე მიმარეთულებით საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მოგვმართეთ, ჩვენი სერვისით კმაყოფილი დარჩებით!

გადაზიდვები
საერთაშორისო სატრანსპორტო  კომპანია  შ.პ.ს.  ჯორჯიან ექსპრესტრანსი დაარსებიდან მოყოლებული დღემდე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უცვლელი ლიდერია საქართველოში. დროთა განმავლობაში კომპანიიის პირვანდელ – სატვირთო მომსახურებას თანდათან დაემატა სატვირთო გადაზიდვების სხვასხვა ტიპის სერვისებიც. დღეისათვის კომპანია ჯორჯიან ექსპრესტრანსი ერთადერთია საქართველოში, რომელიც  სატვირთო გადაზიდვების სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
კომპანია ჯორჯიან ექსპრესტრანსი გთავაზობთ როგორც შიდა ისე საერთაშორისო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.  
კომპანიის სატვირთო გადაზიდვის სერვისებია:
• სახმელეთოგადაზიდვები
• საჰაერო გადაზიდვები.
• საზღვაო-საკონტეინერო გადაზიდვები;
• სარკინიგზო გადაზიდვები;
• შიდა გადაზიდვები;
• საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები;

ჯორჯიან ექსპრესტრანსში თქვენ გემსახურებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მტკიცედ იცავს  ტვირთისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოებას.  კომპანიის პერსონალი მუდმივად მზად არის გაითვალისწინოს მომხმარებელთა სურვილები. 
გახსოვდეთ, ჯორჯიან ექსპრესტრანსი თქვენი საიმედო პარტნიორია!  

საერთაშორისო გადაზიდვები
კომპანია აწარმოებს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებს დსთ-ს, ევროპის და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ორივე მიმართულებით.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომპანია  გაგიწევთ  საექსპედიტორო – (საიმპორტო და საექსპორტო) მომსახურებას  მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება “Mersedes-Benz”-ის მარკის სხვდასხვა ტიპის სატვირთო ავტომანქანებით. როგორც წესი, სატვირთო ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება ყოველი გადაზიდვის ხდება.

შიდა გადაზიდვები
შიდა სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება  საქართველოს ტერიტორიაზე  "Mersedes-Benz"-ის მარკის სატვირთო ავტომანქანებით.

საზღვაო - საკონტეინერო გადაზიდვები
შ.პ.ს. ჯეორჯიან ექსპრესტრანსმა 2009 წლიდან დაიწყო საზღვაო - საკონტეინერო გადაზიდვები. საზღვაო - საკონტეინერო გადაზიდვების სერვისით თქვენ შეძლებთ ნებიემიერი სახის ტვირთის შემოტანას საქართველოში და ასევე, გადაზიდვას საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

საჰაერო გადაზიდვები
საჰაერო გადაზიდვები კომპანიამ 2010 წლიდან დაიწყო. ამ სერვისის დახმარებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ტვირთის საჰაერო გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

სარკინიგზო გადაზიდვები
2010 წლიდან კომპანიის გადაზიდვების სერვისს შეემატა კიდევ ერთი სერვისი - სარკინიგზო გადაზიდვები. Aამ სერვისით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვას გარკვეული მიმართულებებით.

სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობა – “ჯორჯიან ექსპრესტარანსის” ახალი სერვისი
კომპანია “ჯორჯიან ექსპრესტარანსი” მუდმივად ზრუნავს თავის კლიენტებზე. ამიტომაც, კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის მზად არის, გაითვალისწინოს მომხმარებელთა ინტერესები და თავისს სერვისებსაც მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად აფართოებს. 2010 წლიდან კომპანიამ თავისსავე ტერიტორიაზე თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობის რეაბილიტაცია დაიწყო. სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობა მომხმარებელს ტვირთისა და ნებისმიერი ტიპის საქონლის განუსაზღვრელი ვადით უსაფრთხოდ შენახვის საშუალებას აძლევს.

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.