კონსულტირება ფინანსურ და მართვის საკითხებში. დისტანციური ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურება. სასწავლო კურსები, აღრიცხვის კომპიუტერიზაცია.
ჩვენი კომპანიის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიების უმრავლესობისათვის (მიუხედავად მათი პროფილისა) ფინანსების მართვა, ანალიზი, პროგნოზირება, ბუღალტრული აღრიცხვა, ხელფასების დარიცხვა, ბეგარის გაანგარიშება და დარიცხვა არ წარმოადგენს მათი ძირითადი საქმიანობის სახეს. რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ეკონომიკური, ფინანსური და სააღრიცხვო სამსახურების შენახვისათვის საჭირო მნიშვნელოვან დანახარჯებთან.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• ბუღალტრული აღრიცხვა - ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება, კონსულტაციები აღრიცხვის სამსახურის მუშაკებისათვის;
• გადასახადების მართვა - დახმარება გადასახადების მართვასა და ოპტიმიზაციის საკითხებში, მათ შორის გადასახადების დაგეგმვა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
• სტრატეგიული დაგეგმარება - სტრატეგიული და ფუნქციონალური ალტერნატივების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი.
• ფინანსების მართვა და ანალიზი - ფინანსური საქმიანობის შეფასება დინამიკაში, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზი.
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანალიზის ზოგადი საფუძვლები“–ს სასწავლო კურსი:
- აღრიცხვის ისტორია;
- ორმაგი ბუღალტრული გატარებები;
- ფინანსური ბალანსი;
- მოგება–ზარალის ანგარიში;
- გადასახადები;
- ფინანსური ანალიზი;
- ბიუჯეტირება;
- კომპიუტერული აღრიცხვა და ა.შ.;
- სწავლის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.

|