bigsale.ge

  

უნივერსიტეტი

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №4 (ყოფილი ჯიქიას)

+995 32 254 15 40; 218 71 07

+995 599 39 36 46

facebook.com/gpstu.feradze

gpstu2000@gmail.com

www.gpstu.edu.ge
Back to Category
დამატებულია: 15.03.17
წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - შენი წარმატების გარანტი
წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ დღევანდელ რეალობაში არსებული გამოწვევების - სამუშაო ადგილის სიმცირის, მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი თვითრეალიზაციასა და თავისდამკვიდრებას. ჩვენი კურსდამთავრებულები მზად არიან პროფესიული კარიერისათვის, რომელიც აკმაყოფილებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც.
უნივერსიტეტი გთავაზობთ ევროპულ სტანდარტებზე შედგენილ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიურ პროგრამებს.
 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა 2250 ლარი
- ფინანსები
- მენეჯმენტი
- ტურიზმი
ბიზნესი და მეწარმეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სტაბილური გარანტია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ბიზნესის ადმინისტრირება მიჩნეულია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეროვნული შემოსავლების, დასაქმებისა და სოციალური კეთილდღეობის ზრდის მხრივ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მთელ მსოფლიოში.

ვეტერინარიის საბაკალავრო პროგრამა 2250 ლარი
დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მეტად საჭირო და აუცილებელ პროფესიას წარმოადგენს ვეტერინარია. ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ადგას ევროინტეგრაციის გზას და ცხადია, შესაბამისი რეფორმები ხორციელდება სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროშიც. ევროკავშირის რეკომენდაციებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღების შესახებ, მითითებულია ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ქმედითი სისტემის შექმნა, რაც პირდაპირ კავშირშია ცხოველთა ჯანმრთელობასთან და ადამიანთა უსაფრთხოებასთან.
ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების გადამუშავების (კვების) ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 2250 ლარი
ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიის დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და კერძო სექტორის ჩართულობით აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგებია.
დღეს, მსოფლიო მასშტაბით, როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე ვეტერინარია უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ჩვენ უფლება არ გავქვს ჩამოვრჩეთ დროს და მის მოთხოვნებს. ამას გვკარნახობს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვაც და შიდა ეკონომიკური მოთხოვნებიც.

4. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა 2250 ლარი
ინგლისური ენის მნიშვნელობა და გავრცელების დიაპაზონი თანამედროვე სამყაროში ძალზე დიდია. ამ საერთაშორისო კომუნიკაციის ენის ფლობა იძლევა ახალი შესაძლებლობების მიღწევის საშუალებას. ზოგადად, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და სპორტული ცხოვრება მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში ინგლისურ ენაზე. ინგლისური ენა ითვლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ და სამუშაო ენად. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აქტუალურობა განპირობებულია მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესებით და მასში საქართველოს აქტიური მონაწილეობით. გარდა ამისა, საქართველოში დაარსდა მრავალი საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაცია. შესაბამისად გაიზარდა ამ ენის
სპეციალისტებზე მოთხოვნა.

5. ინგლისური ენისა და ლინგვისტიკის სამაგისტორო პროგრამა 2500 ლარი
საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ინტეგრაციის პროცესებში. გარდა ამისა, საქართველოს აქვს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკასთან, მისი საგარეო კურსი მიმართულია ევროკავშირისა და ნატოსკენ. აქ მოღვაწეობს მრავალი საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაცია. ყოველივე ეს განაპირობებს ინგლისური ენის სპეციალისტებზე ფართო მოთხოვნას და საჭიროებს ისეთი სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ კომპეტენცია ინგლისური ენის დარგში, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული კუთხით. ისინი შეძლებენ ამ ცოდნის გამოყენებას შემდგომ კვლევით, სამეცნიერო და პროფესიულ მოღვაწეობაში.


6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაჯანულენოვანთათვის 2250 ლარი
ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს, დაძლიონ მათ წინაშე არსებული ენობრივი პრობლემები და აითვისონ ქართული ენა იმ დონეზე, რომ სრულყოფილად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, შეიძინონ პროფესიული კომპეტენცია, რაც, საბოლოოდ ხელს შეუწყობს მათ თავისუფალი სამყაროს საუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებაში. ისინი შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციას და საკუთარი წვლილის შეტანას ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებასა და განვითარებაში. პროგრამა ორიენტირებულია გააგრძელოს ქართული სახელმწიფოს ისტორიული ტრადიცია და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ღია, ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების წარმატებულ მშენებლობას. კურსდამთავრებულს დასაქმებაში დაეხმარება უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრი. უნივერსიტეტის პრესტიჟული პარტნიორი კომპანიები უზრუნველყოფენ სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვასა და სამუშაო გარემოში ადაპტაციას. წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.
უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
Prices College, London;
ვარშავის უნივერსიტეტი;
ბაქოს ევრაზიის უნივერისიტეტი;
ჰუალინგ თბილისი;
საქართველოს ბანკი“
შპს „თრეველ-ტური“;
აუდიტორული ფირმა ,,ორბი“;
„იბერია ავტო ლენდი“;
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
პრაღის უნივერსიტეტი, ენებისა და პროფესიული მომზადების ინსტიტუტი
Charles University, Institute for Language and preparatory studies (ILPS);
ჩეხეთის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღა (CZECH UNIVERSITY OF LIFE SCIENCES Prague (CULS), Czech Republic;
კულტურათაშორისი სასწავლო კომპანია, დუსელდორფი (Interkulturelle Weiter bildungsgeselle chaft )
ჩუვაშეთის სახელმწიფო სოფლის მეურნეობის აკადემია;
სამხრეთის ფედერალური ეკონომიკის, ეკოლოგიისა სოციალური სისტემების
მართვის ინსტიტუტი, ტაგანროგი, რუსეთი;
მეფრინველეობის საწარმო შპს `კუმისი XXI საუკუნე“;
მეფრინველეობის საწარმო შპს `ალგეთი“;
მეცხოველეობის საწარმო შპს `მარგი“;
ხორცის გადამამუშავებელი საწარმო შპს `მითანა“;
რძის გადამამუშვებელი საწარმო შპს „ბასი“.
ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ვარშავის უნიერსიტეტის მაგისტრატურაში ჩააბარონ უგამოცდოდ და ასევე მიიღონ ფინანსური შეღავათი.

აბიტურიენტები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს აირჩევენ პირველ პრიორიტეტად ისწავლიან 2000 ლარად.
წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ევროპული სტანდარტის პროგრამები, კვალიფიციური პროფესურა, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, კვების ბლოკი, ხელმისაწვდომი გადასახადი, მოსახერხებელი ადგილმდებარეობა - ყველა პირობა სრულყოფილი განათლების და წარმატების გარანტი.

 

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.