თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი

  

საზოგადოებრივი კოლეჯი

თბილისი, გურამიშვილის ქ. №64

+995 32 260 09 22

+995 599 10 49 87

Dumbadze_uni@yahoo.com

www.dstu.edu.ge
Back to Category
 
დამატებულია: 20.12.11

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას ბუღალტრის  საგანმანათლებლო პროგრამის მე–3  საფეხურზე (ბუღალტერ–მოანგარიშე);
სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.
აბიტურიენტთა საბუთების  მიღება წარმოებს 2012 წლის 16 იანვრიდან ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა)  10 საათიდან  - 15 საათამდე;
სწავლა დაიწყება 2012 წლის 1 თებერვალს.
აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
1. სრული ზოგადი (საშუალო) განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტი;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. 4 ფოტუსურათი ზომით 3x4;
4. მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი.
ბუღალტრის  საგანმანათლებლო პროგრამის მე–4  საფეხურზე (ბუღალტერ–ტექნიკოსი) აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება 2012 წლის აგვისტოდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში დაწესებული მინიმალური ზღვარის გადალახვის შედეგად;
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.dstu.edu.ge 

ავტორიზებული თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი დაფუძნდა 1994 წელს დაარსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის ბაზაზე.
საგანმანათლებლო დაწესებულება მთელი თავისი არსებობის მანძილზე ორიენტირებული იყო და არის შრომის ბაზაზე ცალკეულ სპეციალობებზე არსებულ მოთხოვნაზე.
კოლეჯი იღებს ვალდებულებას მტკიცედ დაიცვას ავტორიზაციის დებულებით მოთხოვნილი სტანდარტები და უზრუნველყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონე;
ხელი შეუწყოს სტუდენტთა და პედაგოგიური პერსონალის მობილობას;
საგანმანათლებლო პროგრამები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და შესაბამისობაში იყოს ახალ სტანდარტებთან;
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიული პროგრამები შეესაბამება საქართველოს პროფესიული განათლების სპეციალიზაციათა ჩამონათვალს, დამტკიცებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #120/ნ 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით.
საგანმათლებლო პროგრამებს უძღვებიან შესაბამისი სპეციალობის კვალიფიკაციის პროფესიული მასწავლებლები.

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლება იწარმოებს ბუღალტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მესამე, მეოთხე და მეხუთე საფეხურზე.

მე-3 საფეხურის ბუღალტრის (ბუღალტერ-მოანგარიშე) სპეციალობაზე მიიღებიან აბიტურიენტები სრული ზოგადი განათლებით;
მე-4 საფეხურის ბუღალტრის (ბუღალტერ-მოანგარიშე) სპეციალობაზე მიიღებიან მე-3 საფეხურის განათლების მქონე პირები ან აბიტურიენტები, რომელთაც გადალახეს უნარების ზღვარი ერთიან ეროვნულ გამოცდებში;
მე-5 საფეხურის ბუღალტრის (ბღალტერი) სპეციალობაზე სწავლა შეუძლია გააგრძელოს ბუღალტრის მე-4 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ.

თითოეულ საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობაა 10 თვე, სტუდენტები გაივლიან ორ თვიან საწარმოო პრაქტიკას.
ყოველი საფეხურის დასრულების სემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.

საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა და საბუღალტრო პროგრამით უზრუნველყოფილი კომპიუტერული კაბინეტი. ბიბლიოთეკაში არის, როგორც წიგნადი, ასევე აწიგნადი ფონდი, ინფორმაციის აუდიო-ციფრული მატარებლის სახით. აქვს სასწავლო პროგრამის შესაბამისი პერიოდიკა.
ბიბლიოთეკა უზრუნველყოფსპროფესიულ სტუდენტებს და მასწავლებლებს სათანადო ლიტერატურით.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება და საკრედიტო ფორმა შეესაბამება კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS-ის) ძირითად მაჩვენებლებს.

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.