სიახლეების არქივი....
---------------------------------------------------------

აკრილის აბაზანების უახლესი კოლექციები ევროპიდან
"გალერეა დემასი" წარმოგიდგენთ ახალი ჩეხური ბრენდის RIHO–ს აკრილის აბაზანებს. აბაზანები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის აკრილის მასალისგან, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი დიზაინით და ერგონომიული ფორმებით. "გალერეა დემასი“–ს შოურუმში წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმის და ზომის RIHO–ს აბაზანები შექმნილია მყარი და ამავდროულად მსუბუქი კონსტრუქციისგან. აბაზანების ექსპლუატაცია მარტივი და მოსახერხებელია. 

აკრილის აბაზანების მწარმოებელი ჩეხური ბრენდი RIHO  დაარსდა 1994 წელს და დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ნდობას და მაღალ რეპუტაციას მსოფლიო ბაზარზე. კომპანიამ დაარსების დღიდან დაამკვიდრა ევროპული სტანდარტის წარმოება, რაც პირველ რიგში გულისხმობს პროდუქციის უსაფრთხოებას, წარმოების მაღალ ხარისხს, მრავალფუნქციურობას და მარტივ ექსპლუატაციას.

 

 

საუკეთესო ფასდაკლება შვეიცარიულ ჩასაშენებელ ავზებზე
"გალერეა დემასი“ გთავაზობთ ფასდაკლებას უნიტაზის ჩასაშენებელ ავზებზე მსოფლიოში წამყვანი ბრენდისგან Geberit. ავზების უნიკალურობას განაპირობებს უმაღლესი ხარისხი, გამორჩეული დიზაინი, კომფორტული მოხმარება და მომსახურების ხნგრძლივი პერიოდი. აღნიშნული ავზის სისტემების დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინის და სივრცის სააბაზანო ოთახში. Geberit-ის ავზის სისტემები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და გამორჩეულია არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხით, არამედ ავზის მოხმარება წყლის ეკონომიის საშუალებასაც იძლევა.

შვეიცარული კომპანია Geberit–ი 50 წელზე მეტია უპირობო ლიდერია ჩასაშენებელი უნიტაზებისთვის, ბიდეებისთვის და ხელსაბანებისთვის ავზის სისტემების წარმოებაში.  კომპანიის ჩამრეცხ სისტემებს უნიტაზების წარმოებაში იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა  Laufen, Duravit, Villery&Boch. Gebeit–ი უმთავრესად გამოირჩევა

საიმედო, გამძლე, თანამედროვე და ენერგოეფექტური პროდუქციის წარმოებით, რაც აკმაყოფილებს ევროპულ და მსოფლიო დონის უმკაცრეს სტანდარტებს. სწორედ, ამ მნიშვნელოვანი კრიტრერიუმების და მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, კომპანია გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე.

იჩქარეთ, შეიძინეთ შვეიცარიული ხარისხის ავზები საუკეთესო ფასდაკლებით „გალერა დემასი“–ში და შექმენით მაქსიმალური კომფორტი ძირითადი საჭიროებების ოთახში. 

 

 

ესპანური უნიტაზის უახლესი კოლექცია

სავაჭრო ცენტრი „გალერეა დემასი“ წარმოგიდგენთ ესპანური ბრენდის Roca–ს კოლექცია Gap–ის უახლეს უნიტაზს Rimless სისტემით. უნიტაზის Rimless სისტემა ენერგოეფექტურია, რისი მეშვეობითაც უნიტაზი სტანდარტულ მექანიზმთან შედარებით უკეთესი ეფექტით მოიხმარს ნაკლები რაოდენობის წყალს, რაც შხეფების დონესაც საგრძნობლად ამცირებს. ამავდროულად, უნიტაზის მექანიზმი ჩარეცხვის პროცესში უშვებს ძლიერი წყლის ნაკადს და ამით უზრუნველყოფს მის გაცილებით ეფექტურ გასუფთავებას.

Roca Gap–ის კოლექცია გამოირჩევა ულამაზესი ფორმებით და სწორი ხაზებით. ძვირფასი კერამიკის და Rimless ჩარეცხვის სისტემის წყალობით უნიტაზის ჰიგიენური მოვლა ბევრად უფრო იოლი და კომფორტულია.

ესპანური ბრენდის Roca–ს უახლესი კოლექცია Gap-ის Rimless უნიტაზი არის თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერ ინტერიერში ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოს ქმნის. 




VILLEROY&BOCH–ის უახლესი ლამინირებული იატაკი

ამიერიდან სავაჭრო ცენტრში "გალერეა დემასი" შესაძლებელია Villeroy&Boch–ის პრემიუმ კლასის ლამინირებული იატაკის შეძენა. ასორტიმენტში წამრმოდგენილია კლასიკური და თანამედროვე სტილის 4 კოლექცია სხვადასხვაგვარი დეკორაციებით.
Villeroy&Boch–ის ლამინირებული იატაკი 33–ე კლასისაა, რაც ზედაპირის ცვეთამედეგობის და ხანგრძლივი ექსპლოატაციის გარანტიას იძლევა. აღნიშნული ლამინატის კოლექციებს  გააჩნიათ 4 შრე და მათი დაგება შესაძლებელია ისევე როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებშიც.

Villeroy&Boch–ის ლამინირებული იატაკი ეკოლოგიურად სუფთაა, რაც ადმიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. უნიკალური სტრუქტურის წყალობით Villeroy&Boch–ის ლამინატის დაგება, წმენდა და მოვლა საოცრად მარტივია. 

შეიძინეთ Villeroy&Boch–ის ლამინირებული იატაკი სავაჭრო ცენტრში „იდეალი“ და შეიქმენით იდეალური, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.  

 

 

„დემასი“–ს 15 წლის იუბილე.
იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო კორპორატიული ღონისძიება, სადაც კომპანიის ყველა თანამშრომელმა მოიყარა თავი. 

ღონისძიებაზე გაიმართა თანამშრომელთა დაჯილდოვებები სხვადასხვა ნომინაციებში, საინტერესო კონკურსები და გათამაშებები. კომპანიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით  შეიქმნა კორპორატიული ჰიმნი, რომელიც ღონისძიებაზე თავად თანამშრომლებმა შეასრულეს. 
გარდა ამისა, „დემასი“–ს თანამშრომლებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს სპეციალურად კორპორატიული წვეულებისთვის დადგმული საცეკვაო–მუსიკალური ნომრები. 

„დემასი“–ს კორპორატიულ ღონისძიებას მომღერალი ზურა მანჯავიძე უძღვებოდა. ანსამბლი „ფორტე“, „დათო ილურიძის ბენდი“ და მაესტრო მორისი კი საღამოს საცეკვაო–მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ. 

წვეულების დასასრულს „დემასი“–ს დამფუძნებლებმა გრანდიოზული, საიუბილეო ტორტი გაჭრეს. საღამოს თან სდევდა თანამშრომლების გაბრწყინებული სახეები, მხიარული განწყობა, სითბო და სიყვარული. ამგვარი კეთილგანწყობით და მომდევნო წლების უფრო მეტი წარმატების იმედით აღინიშნა კომპანია „დემასი“–ს 15 წლის იუბილე .

 

 

ახალი ბრენდი „გალერეა დემასი“–ში VILLEROY & BOCH

„გალერეა დემასი“-ს კერამიკული სანტექნიკის პროდუქციას ახალი ბრენდი Villeroy&Boch–ი დაემატა. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია აღნიშნული გერმანული ბრენდის ხელსაბანებიუნიტაზებიბიდე და აბაზანის ავეჯი.

გვეწვიეთ „გალერეა დემასი“–ში, აქ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვნთვის სასურველი კერამიკული სანტექნიკა და მოაწყოთ მყუდრო, ჰარმონიული სააბაზანო ოთახი თქვენი გემოვნების მიხედვით.

შვეიცარიული უნიტაზი და ბიდე საუკეთესო ფასად!

გალერეა დემასი გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას შვეიცარიულ კერამიკულ სანტექნიკაზე. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი Laufen-ის ბრენდის კოლექცია Pro-ს უნიტაზი და ბიდე შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო ფასად.

მაღალი ხარისხის კერამიკისგან დამზადებული უნიტაზი და ბიდე გამოირჩევა უმაღლესი ხარსიხით - არ ყვითლდება, არ იცვლის ფერს და არ იკეთებს ნადებს. ნაკეთობის იდეალური, გლუვი ზედაპირის მოვლა საოცრად იოლი და კომფორტულია. გალერეა დემასის შოურუმში შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეკიდული თუ დასადგამი უნიტაზი, საფარებლის ნელი თუ სწრაფი დაშვების მექანიზმით. 

თუ გსურთ შეიძინოთ, ძირითადი საჭიროებების ოთახისთვის, ისეთი ჰიგიენური დანიშნულების პროდუქცია,  როგორიც უნიტაზი და ბიდეა, გამოიყენეთ ეს უნიკალური შანსი და გვეწვიეთ გალერეა დემასში!

 

 

„გალერეა დემასი“-ს სანტექნიკის პროდუქციას გერმანული ბრენდის „ჰანსგროე“-ს მიმზიდველი დიზაინის და კომფორტული ონკანები შეემატა.  „ჰანსგროჰე“-ს ახალი კოლექციის Logis-ის ონკანები სააბაზანო ოთახში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის.

აბაზანა - ეს არის ინდივიდუალური გამოყენების ადგილი სახლში, ადგილი „საკუთარი თავისთვის“, სადაც შესაძლებელია განმარტოვდე და განიტვირთო ყოველდღიური სტრესული მდგომარეობიდან. ამიტომაც, სააბაზანო ოთახში დიდ როლს თამაშობს გარემო, სადაც უნდა დაგვეუფლოს კომფორტის და დაცულობის შეგრძნება.

„ჰანსგროე“-ს ბრენდის ახალი სერიის Logis-ის ონკანები აბაზანაში ქმნიან ჰარმონიულობის განცდას და ინტერიერს ანიჭებენ თანამედროვე იერსახეს. კომპანია „ჰანსგროე“-მ თავის დიდი ხნის პარტნიორთან ერთან - დიზაინერული სტუდია „ფენიქს დიზაინი“, შექმნა შემრევი ონკანები, რომლის უნიკალური ფორმები სიზუსტითა და სინაზით გამოირჩევა. 

 

Logis-ის ახალი ონკანები -ექსტრავაგანტული ზედაპირით , მკაფიოდ მოპირკეთებული და მომრგვალებული კონტურებით, საოცრად კომფორტულია. ხელსაბანის აბაზანისსაშხაპეს და ასევე სამზარეულოს შემრევი ონკანების ყველა მოდელი შექმნილია ეკოსმარტის (EcoSmart) ტექნოლოგიით, რაც წყლის ხარჯვას ონკანებში წუთში 5 ლიტრამდე ამცირებს. გარდა ამისა, „ჰანსგროე“-ს კოლექციის Logis-ის ონკანები შეიცავს QuickClean-ის სისტემას. ეს უნიკალური ტექნოლოგია ხელს უწყობს ონკანის სწრაფ და კომფორტულ გაწმენდას წყლის ნადებისაგან და ჭუჭყისგან.  AirPower-ის სისტემის წყალობით კი წყალს ემატება ჰაერი, რაც ამცირებს შხეფს და შესაბამისად, წყლის ჭავლთან შეხება კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული ხდება.

გერმანული ბრენდი „ჰანსგროე“, უკვე ათწლეულებია, აწარმოებს აბაზანის და სამზარეულოს ონკანებსსაშხაპე ყურმილებსსაშხაპე სისტემებს და თერმოსტატებს. „ჰანსგროე“-ს სანტექნიკის პროდუქცია უკვე მრავალჯერ დაჯილდოვდა ინოვაციური ტექნოლოგიებისთვის, უმაღლესი ხარისხისა და საუცხოო დიზაინისთვის. კომპანია „ჰანსგროე“ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც წამყვანი ბრენდი საშხაპე მოწყობილობების და ონკანების წარმოებაში. ისეთი გამოგონებების წყალობით, როგორიცაა საშხაპე სვეტისაშხაპე ყურმილი ჭავლის დამარეგულირებელი ღილაკით, QuickClean-ის ფუნქცია, AirPower-ის ტექნოლოგია, EcoSmart  და ახალი ტექნოლოგია Select, „ჰანსგროე“ მიჩნეულია ერთ-ერთ ინოვაციურ ლიდერად აბაზანის და სამზარეულოს შემრევი ონკანების და საშხაპე სისტემების წარმოებაში.
 

 

ავსტრიული ბუნებრივი ხის პარკეტი გალერეა დემასის შოურუმში!



გალერეა დემასის პროდუქციას ავსტრიული ბრენდის Admonter-ის ბუნებრივი ხის პარკეტი შეემატა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, 3 შრიანი პარკეტი და მიუხედავად სისქისა, მას გააჩნია 3.6 მმ მყარი ზედა შრე. Admonter-ის პარკეტი გამძლეა მექანიკური დაზიანებების მიმართ და გამოდგება ნებისმიერი ოთახის იატაკის მოსაპირკეთებლად.

Admonter-ის ეკოლოგიურად სუფთა მუხის, ფიჭვის, კაკლის, წიწვიანას, წიფელას და სხვა ხის პარკეტის გამოყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში იატაკის მოსაპირკეთებლად ყველაზე მოთხოვნად და გამორჩეულ მასალად ითვლება.
გალერეა დემასი ავსტრიული ბრენდის Admonter-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამ უმაღლესი ხარისხის პარკეტის 8 კოლექცია ფართოდაა წარმოდგენილი ჩვენს შოურუმში.
 
კომპანია Admonter-ი უკვე საუკუნეზე მეტია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პარკეტს 20 სახეობის ბუნებრივი ხისგან. მისი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მის ასორტიმენტში 100-ზე მეტი ფერის ვარიანტია წარმოდგენილი.




„ვერსაჩე“-ს კერამიკული ფილები „გალერეა დემასი“-ს შოურუმში

„ვერსაჩე“ - მსოფლიო დიზაინერი, რომელიც მოდის სამყაროში დიდი სიყვარულით სარგებლობს, მხოლოდ ტანსაცმლის და აქსესუარების შექმნით როდი კმაყოფილდება. ცნობილი მოდის გურუ უკვე მრავალი წელია მომხმარებელს ინტერიერის დიზაინისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროდუქტს  -კერამიკულ ფილებს სთავაზობს. 

„ვერსაჩე“-ს კერამიკული ფილების შეძენა დღესდღეობით საქართველოშიც არის შესაძლებელი. მისი ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოს მასშტაბით კი არის „გალერეა დემასი“. "გალერეა დემასი"-ს შოურუმში გამოფენილია Versace by Gardenia Orchidea -ს კერამიკული ფილების სერია Venere

კოლექცია Venere შექმნილია კლასიკური სტილისა და ტექნოლოგიური ავანგარდის კომბინაციით, რომელიც ყოველთვის ლამაზი და დახვეწილია მოდის ცვალებადობის მიუხედავად. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სერია Venere გამოირჩევა ელეგანტურობით. ფილებზე დატანილი ყოველი ნახატი უნიკალური და განუმეორებელია. კედლისა და იატაკის ფილებზე დელიკატურადაა დატანილი ვერსაჩეს ცნობილი კლაკნილი ხაზი, რომელიც უზადო ნახატს ქმნის. იატაკის ფილაზე კი, რომლის ზედაპირიც არის ნახევრად პრიალა, სპეციალურად არის დატანილი რელიეფური ელემენტები. მათი წყალობით, ფილა განუმეორებელ და დახვეწილ იერსახეს იძენს. კოლექცია იდეალურია აბაზანისთვისაც და სამზარეულოსთვისაც, ხოლო სერიაში წარმოდგენილი იატაკის ფილა შესაძლებელია, დაიგოს მისაღებ ოთახშიც. „გალერეა დემასი“ ასევე გთავაზობთ "ვერსაჩე"-ს კერამიკული ფილების სხვა კოლექციებს, როგორიცაა Elite, Hermitage, Vanitas და Palace Stone.


„ვერსაჩე“ 1997 წლიდან თანამშრომლობს კერამიკული ფილების უძლიერეს იტალიელ მწარმოებელთან Gardenia Orchidea-სთან. ამ ორი გიგანტის ძალისხმევით არაერთი ელეგანტური და დახვეწილი კერამიკული ფილების კოლექცია შეიქმნა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ვილებს, კერძო სახლებს, სასტუმროებს, ოფისებსა და კომერციულ ფართებს ამშვენებს.