თმის გადანერგვის კლინიკა

თბილისი, ბერბუქის ქ. №8

+995 591 50 90 90

info@deamed.ge

DeaMed • დეამედი

www.deamed.ge
Back to Category
 

ესთეტიკური მედიცინის და ჯანმრთელობის ცენტრი „დეამედი“    წარომადგენს თანამედროვე,  უახლესი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით  აღჭურვილ ,  თმის გადანერგვის და თმის ცვენის სადიაგნოსტიკო-სამკურნალო კლინიკას.
დეამედში  მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ექიმები .   აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტზე კომფორტულ გარემოში პროფესიონალებმა იზრუნონ.

დეამედის კვალიფიციურ ექიმთა გუნდი უზრუნველვყოფს თითოეული პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს, ინდივიდუალურ ყურადღებას და აბსოლუტურ კონფიდენციალობას.

კლინიკა „დეამედი“  საქმიანობის ძირითად მიმართულებების - თმის გადანერგვა და თმის ცვენის დიაგნოსტკა-მკურნალობა, გარდა   ასევე  .გთავაზობთ მომსახურებებს შემდეგი მიმართულებით:

  • დერმატოლოგია
  •  დერმატო-კოსმეტოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ლაზერული  ეპილაცია

 

თმის გადანერგვა:
კლინიკა "დეამედში" გამოიყენება თმის გადანერგვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ტექნოლოგიები, რომლებიც აპრობირებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში:
FUE (უნაკერო) მეთოდი; გრძელი თმის გადანერგვა;
წარბის გადანერგვა წვერისა და ულვაშის გადანერგვა; თმის გადანერგვა ნაწიბურში (ოპერაციის შემდგომი, დამწვრობით ან სხვა ტრავმით გამოწვეული).
• თმის გადანერგვა მულტი იმპლანტერით – უახლესი ტექნოლოგია დეამედში

მულტი იმპლანტერით თმის გადანერგვა გახლავთ კიდევ ერთი ინოვაცია თმის ტრანსპლანტაციაში, რაც დაინერგა კლინიკა „დეამედში“ იმისათვის, რომ პაციენტისთვის თმის გადანერგვა გახდეს კიდევ უფრო წარმატებული და კომფორტული.

თმის  გადანერგვის ჩვენებებია:

- ანდროგენეტიკური ალოპეცია
- ნაწიბუროვანი ალოპეცია
- წარბის წვერისა და ულვაშის აღდგენა/კორექცია
- შუბლის ხაზის კორექცია (ე.წ მაღალი შუბლი) 


 
 

დეამედში თმის გადანერგვის კონსულტაციებსა და ოპერაციებს ატარებს 
დეა პაპასკირი - პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი. თმის გადანერგვის ექსპერტი 19 წლიანი გამოცდილებით

• თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) მოქმედი წევრი
• საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების (GSHR) პრეზიდენტი
• საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS) წევრი
• რუსეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების (RSHRS) პრეზიდენტი
• რუსეთის ქირურგთა საზოგადოების, წევრი

 

სკალპის მიკროპიგმენტაცია – SMP – თმის გადანერგვის ალტერნატივა
ხშირად ტრიქოპიგმენტაციასაც უწოდებენ. ეს პროცედურა თავის თმიან საფარველზე არსებული პრობლემების შენიღბვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. უშუალოდ ამ პროცედურისთვის შექმნილი აპარატურის საშუალებით, ხდება ბუნებრივი პიგმენტის მიკრონაწილაკების შეყვანა კანში.
დეა პაპასკირმა კი მთელს ამიერკავკასიასა და რუსეთში პირველად დანერგა რეალური ტრიქოპიგმენტაცია. სკალპის მიკროპიგმენტაციის ძირითადი უპირატესობა ტატუაჟთან შედარებით სწორედ ისაა რომ ამ დროს გამოიყენება ბიოლოგიური პიგმენტი, რომლის ფერიც შეესაბამება თმის ფერს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში და არ არის მუდმივი.
სკალპის მიკროპიგმენტაცია სრულიად უმტკივნეულოა, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და აბსოლუტურად ბიოშეთავსებადია.


• თმის ცვენის დიაგნოსტიკა-მკურნალობა:
თმის მოვლის საშუალებების გამოყენება ვერ აჩერებს თმასთან დაკავშრებულ პრობლემებს და საჭიროებს სწორად შერჩეულ კომპლექსურ მკურნალობას.
თმის ცვენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევასთან, აუტოიმუნურ პროცესებთან, კვების დეფიციტთან, გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან, ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ სტრესთან..
ექიმი ტრიქოლოგი დიაგნოზის დასმამდე ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს და სრულყოფილი ანამნეზის შეკრების შემდეგ, სპეციალური აპარატის საშუალებით ატარებს ტრიქოსკოპიას -კვლევას, რომლის დროსაც მრავალჯერადი გადიდების მქონე ლინზებით ხდება თმისა და თავის კანის შესწავლა.

• თმის ცვენის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ღეროვანი უჯრედებით
ბოლო წლების ტენდენცია თმის ცვენის სამკურნალოდ პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამოყენებაა. Regenera Activa-ს სისტემა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგენერაციულ მედიცინასა და ტრიქოლოგიაში. Regenera Activa-ს ტექნოლოგია შეიქმნა ესპანეთში. რეჯენერა აქტივა შესაძლებელს ხდის ღეროვანი უჯრედების საშუალებით სხვა და სხვა პათოლოგიების მკურნალობას. Regenera Activa-ს ტექნოლოგია საქართველოში პირველად კლინიკა „დეამედში“ დაინერგა.

Regenera Activa–ს სისტემა არის უსაფრთხო და ეფექტური, ალოპეციასთან ბრძოლისა და კანის გაახალგაზრდავებისთვის. იგი წარმოადგენს მკურნალობის სრულიად ბუნებრივ მეთოდს ყოველგვარი დანამატებისა და ქიმიური აქტივატორების გარეშე.

• კლინიკა დეამედში თმის ცვენის სამკურნალოდ გამოიყენება პლაზმოთერაპია Regenlab-ის სინჯარებით
პროცედურა გამოიყენება ანდროგენული ალოპეციის , ასევე სხვა არანაწიბუროვანი ცვენების ( ტელოგენური, ბუდობრივი) სამკურნალოდ:
ის ხელს უწყობს თმის ბოლქვის რეგენერაციას სისხლის მიწოდების გაზრდით და ფოლიკულური უჯრედების ინტენსიური გამრავლებით, რაც ამცირებს თმის ცვენის პროცესს, თმას უფრო ამკვრივებს და აძლიერებს;
უნიკალური და ყველა პაციენტის საყვარელი პროცედურაა კანის გაახალგაზრდავებისთვის, ასევე აკნეს შემდგომი ლაქებისა და ნაწიბურების -ეგრედ წოდებული პოსტაკნეს სამკურნალოდ.

კლინიკა „დეამედში“ მუშაობენ მაღალკვალიფიციის მქონე, გამოცდილი ტრიქოლოგები:
- მაკა დოღოზაშვილი
- ნელი ბაკურაძე
- ნელი ქეშელაშვილი

დერმატოლოგია:
- კანის და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. 
სახის გამაახალგაზრდავებელი პროცედურები:
- მეზოთერაპია
- პლაზმოთერაპია
- ბიორევიტალიზაცია
- ლიპოლიზი
- ნაოჭების გასწორება
- ცხვირის კორექცია ფილერით
კოსმეტოლოგია:
აპარატურული კოსმეტოლოგია
სახის წმენდა
პილინგი

 

 

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.