bigsale.ge

  

საერთაშორისო გადაზიდვები
Back to Category
 
 
"კავკასტრანსექსპრესმა", როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო ექსპედიტორმა კომპანიამ, საქართველოში თავისი საქმიანობა 1999 წელსდაიწყო. თუმცა ტვირთების გადაზიდვის ინდუსტრიაში მისი დამფუძნებლების გამოცდილება ჯერ კიდევ 1992 წლიდან იღებს სათავეს. 
კომპანია, დაარსების დღიდან, ექსპედიტორთა საერთაშორისო ასოციაციის FIATA – ს WCA-ს და CPN –ს წევრია. 2005 წლიდან, ქართულ სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიებს შორის პირველები გავხდით ISO 9001:2000 ხარისხის სერტიფიკატის მფლობელები. 
საკუთარი ფილიალებისა და სააგენტო ქსელის მეშვეობით, უზრუნველვყოფთ ტვირთის "კარიდან – კარამდე" ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ექსკლუზიურ აგენტებთან თანამშრომლობით, უზრუნველვყოფთ ნებისმიერი სახის ტვირთის ორმხრივ (იმპორტი/ექსპორტი) ტრანსპორტირებას ნებისმიერი მიმართულებით.


კლიენტის სურვილის თანახმად, შეგვიძლია კოორდინირება გავუწიოთ ყოველგვარი დოკუმენტაციების მომზადებას რაც აუცილებელია ტვირთის განბაჟებისას კლიენტის ადგილზე მიუსვლელად და საბაჟოდან ტვირთის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე.

გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

- საზღვაო/ საკონტეინერო გადაზიდვები (ნაკრები, მთლიანი)
- ავტოიმპორტი;
- ავიაგადაზიდვები;
- სახმელეთო გადაზიდვები (მთლიანი, ნაკრები ტვირთები);
- სარკინიგზო გადაზიდვები;
- არასტანდარტული გადაზიდვების პროექტირება(არაგაბარიტული ტვირთები);
- გემების დაფრახტვა და აგენტირება; 
- დასაწყობება;
- საბაჟო, საბროკერო მომსახურება; 
- ტურიზმი.

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.