კრუიზი
CRUISE

  

რესტორანი, სასტუმრო

თბილისი, ბელიაშვილის ქ. №75 (მარჯვენა სანაპირო)

+995 32 254 11 03/04/05

hotelcruise@ymail.com

Cruise.ge

www.cruise.ge
Back to Category
 
დამატებულია: 06.11.15

მრავალფუნქციური კომპლექსი კრუიზი დაარსდა 2008 წლის ოქტომბერში, სწორედ იმ დროს, როცა საქართველოში ომის შემდგომი კრიზისი იყო. მიუხედავად ამისა, დაუღალავი შრომით და თითოეულ ადამიანთან განსაკუთრებული მიდგომით, კომპლექსმა ქართულ ბაზარზე თავი წარმატებულად დაიმკვიდრა და ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს ქალაქში.
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი, საქართველოს დედაქალაქ თბილიში მდებარეობს, ცენტრიდან 20 წთ-ს სავალზე. ეს არის გემის ფორმის ორიგინალური ნაგებობა, რომელიც მდინარე მტკვრის ნაპირას დგას. მისი დიზაინი სპეციალურად შეიქმნა, რათა სტუმრებს ზღვაზე ყოფნის არაჩვეულებრივი განწყობა დაუფლებოდათ.
კომპლექსი კრუიზი არაჩვეულებრივი ადგილია, ყველა ტიპის სტუმრისათვის. მისი მაშტაბები საშუალებას იძლევა მიიღოს, როგორც საქმიანი ადამიანები სამუშაო ვიზიტით, ასევე დასვენების მოყვარული ტურისტები და თითოეულს მათზე მორგებული, მომსახურეობის სრული პაკეტი შესთავაზოს.
კომპლექსში ფუნქციონირებს პრემიუმ კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი დიდი (350 პერსონა) და მცირე (150) დარბაზით, ტერასები, ინდივიდუალური კუპეებით და გემბანი ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა ღომისძიებისათვის.
ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუ არჩევანს ჩვენზე შეაჩერებთ. კრუიზის მთლიანი პერსონალი გულმოდგინედ იზრუნებს, თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. ჩვენი პრიორიტეტი, ხომ თქვენი კეთილდღეობაა. სერვისი მუდმივად გაუმჯობესდება, თქვენი სურვილის მიხედვით და ყოველი მომდევნო სტუმრობა, გაცილებით მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ეს ის გარემოა, სადაც შეძლებთ დაისვენოთ, იმუშაოთ და გაერთოთ განსხვავებულად.

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.