ძვირფასო სტუმრებო, გვაქვს პატივი, მოგესალმოთ და წარმოგიდგინოთ განახლებული რესტორანი “ჩვენებური” უამრავი სიახლითა და მნიშვნელოვანი ცვლილებებით.
სტუმართა კომფორტის, დასვენებისა და სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად ჩვენ ძირეულად შევცვალეთ რესტორნის დიზაინი, გავაუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი და ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის წარმომადგენლისათვის მისაღები, სრულიად ახალი გარემო შევქმენით.
ჩვენ გავამდიდრეთ არსებული მენიუ და გავაფართოვეთ ასორტიმენტი. ძირითად მიმართულებას, რომელიც შავი ზღვის თევზეულისგან შექმნილ კერძებს წარმოადგენდა, ტრადიციული, უგემრიელესი და საუკეთესო რეცეპტებით შექმნილი კერძების დიდი არჩევანი მივამატეთ, რომელსაც სპეციალურად შერჩეული, საუკეთესო მზარეულთა გუნდი თქვენთვის მოამზადებს.
რესტორნის მომსახურე პერსონალმა გაიარა სპეციალური გადამზადების კურსები, და დღეიდან ისინი, დამატებით შეძენილი ცოდნით, იზრუნებენ “ჩვენებურის” თითოეული სტუმრის კმაყოფილებაზე, სასიამოვნო განწყობისა და დაუვიწყარი ემოციების შექმნაზე.
განახლებული “ჩვენებურის” სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი დარბაზი: სამიკიტნო, ოვალური დარბაზი, ვერანდა და მცირე დარბაზები (კუპეები). ჩვენ ასევე გთავაზობთ მაღალგემოვნებიან საზეიმო და სადღესასწაულო მომსახურეობას.
რესტორანი “ჩვენებური” ფლობს ტექნოლოგიურად უახლეს ლუდსახარშს და უგემრიელეს მენიუსთან ერთად გთავაზობთ საკუთარი წარმოების საუკეთესო ხარისხის ლუდს.
რესტორანი “ჩვენებური” სასიამოვნო დროსტარებას და საუკეთესო განწყობას გისურვებთ. მობრძანდით, დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები, გაერთეთ და ისიამოვნეთ.
გ ა ა მ ო თ !

|