შატო მერე
Chateau Mere

  

ღვინის სასტუმრო

ქ. თელავის მახლობლად. თბილისიდან (90 კმ/56 მილი)

+995 595 99 03 99; 595 99 03 90

mailbox@mere.ge   Winiveria.mere@gmail.com

facebook.com/Chateau.Mere

www.winiveria.ge
Back to Category
 
დამატებულია: 14.12.12
ღვინის სასტუმრო “შატო მერე” თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანთან 2011 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა. „შატო მერე“ თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (85 კმ) სავალ მანძილზეა. შატო ქვისგან ნაგები სამსართულიანი სასახლეა, დიდი ქვის გალავნით, ხის აივნებითა და ოთხი კოშკით, საიდანაც კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. სასტუმროს კომპლექსში შედის 15 სასტუმრო ოთახი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღია აუზი და ჯაკუზი, კომპანია „ვინივერიას“ ღვინის საწარმო და ქვევრების მარანი, აგრეთვე საჩუქრების მაღაზია და საჯინიბო. ნომრები
რესტორანი, ბარი
საკონფერენციო დარბაზი
დასვენება და გართობა
ახლოს მდებარე ღირშესანიშნაობები

„შატო მერე“
ორიგინალური არქიტექტურით ძველ ქართულ სასახლეს ჰგავს. სასტუმროს ინტერიერი წარსულისა და თანამედროვეობის საუკეთესო შეხამებაა. შატო ძველებური ავეჯითაა გაწყობილი და სტუმრებისათვის მრავალი საინტერესო დეტალისაგან შედგება. აქ ნახავთ კედლებზე გამოფენილ წინა საუკუნის დასაწყისის ხელნაწერებს, რომლებიც შატოს მეპატრონეებმა მისი მშენებლობის დროს აღმოაჩინეს, სხვადასხვა დროს მოპოვებულ ნივთებს, სასტუმროს ერთ–ერთი მფლობელის ხელით ნაკეთ ჭაღებს, რომელიც სასტუმროს დარბაზსა და ოთახებს ამშვენებს, და სხვა მრავალ საინტერესოს. ბევრისათვის ძნელად წარმოსადგენია, რომ „შატო მერე“ სრულიად ახალი ნაგებობაა, რომელსაც სულ რაღაც 1,5 წელი დაჭირდა ასაშენებლად სოფელ მერეს მახლობლად. სასტუმროს სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის. შატო, ფრანგულად სასახლეს ნიშნავს, არც მარანია და არც მამული. „შატო მერე“ აგროტურიზმის ერთ–ერთი პირველი განსხვავებული ცენტრია საქართველოში.

„შატო მერეს“ სავიზიტო ბარათი მისი უნიკალური ხედია კავკასიონის მთებსა და ალაზნის ველზე, მყუდრო ოჯახური გარემო, რითაც სტუმრები „შატო მერეს“ სხვა სასტუმროებისაგან გამოარჩევენ, უგემრიელესი სამზარეულო და პროფესიონალების მომსახურებაა.

შატო მერეს გალავნის შიდა ტერიტორია შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ეზოს მოგვაგონებს. ქვის გალავანი, ფილაქანი, ოთხი კოშკი, თივის სავარძლები, ყვავილები და კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის ხედები იდეალურ გარემოს ქმნის ყოველდღიური ერთფეროვნებისაგან თავის დასაღწევად.

შატო მერეს სიახლოვეს უამრავი ღირსშესანიშნაობაა. მათ შორის: ახალი და ძველი შუამთის მონასტრები, გრემი, ალავერდი, შიოს მარანი, იყალთოს აკადემია, ერეკლე მეორისა თუ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები. სურვილის შემთხვევაში კი რამდენიმედღიანი ტურის დაგეგმვა და მთელი კახეთის (სიღნაღი, ბოდბე, ნინოწმინდა, უჯარმა, ლაგოდეხის ნაკრძალი) დათვალიერებაცაა შესაძლებელი.

უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები და საუკეთესო მომსახურება ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისათვის. ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად შატო მერეში გატარებული ერთი დღეც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

შატო მერე – სასტუმრო სადაც დაბრუნება აუცილებალდ მოგინდება!
 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.