დაცვის სამსახური "ალგანი" უკვე 6 წელია რაც წარმატებით აწარმოებს საქმიანობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის მანძილზე, ჩვენ შევიძინეთ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს წამყვან კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან.
ჩვენ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ პირადად თქვენი და თქვენი საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დასმული მიზნების მიღწევაში. დროში გამოცდილი საშუალებებით – სპეციალისტთა მაღალპროფესიული გუნდისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის სინთეზით. ეს სწორედ ის ფორმულაა, რომლითაც ჩვენ ვაღწევთ წარმატებას და მზად ვართ გაგიზიაროთ თქვენც.
ჩვენ ვართ კომპანია მდიდარი გამოცდილებით როგორც საკუთრების დაცვის სფეროში, ასევე პირადი თუ ოჯახის დაცვის უზრუნველყოფაში, რაზეც მეტყველებს განვლილი 6 წლის მანძილზე ათასზე მეტ კლიენტთან წარმატებულად განხორციელებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები.
კერძოთ გთავაზობთ:
- სიგნალიზაცია
- ვიდეოთვალთვალი
- საგანგაშო ღილაკი
- 24 საათიანი მონიტორინგი
- ცოცხალი ძალა (გუშაგები)
- ოპერატიული ჯგუფების მომსახურება
- ექსკორტი (საქართველ ოს ტერიტორიაზე)
- პირადი დაცვა (ინდივიდუალური მიდგომით) და ა.შ.
"იყავი დაცული" |